ბერა ივანიშვილს სამ ნომინაციაში მიენიჭა "მეგას" ჯილდო

ბერა ივანიშვილს სამ ნომინაციაში მიენიჭა "მეგას" ჯილდო

მუსიკალური დაჯილდოება "მეგას" ცერემონია უკვე მეცამეტედ გაიმართა. გასულ წლებთან შედარებით, წლევანდელი ღონისძიება ნაკლებად პომპეზური იყო, თუმცა ნომინაციები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ცერემონიას არ დაჰკლებია.

"მეგას" დამფუძნებლის, ბესო ჩუბინიძის განცხადებით, დაჯილდოება მომღერლებს სტიმულს აძლევს მთელი წლის განმავლობაში შექმნილი რეპერტუარი საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეაფასოს და საუკეთესო სიმღერა, მუსიკალური პროექტი და მომღერალი დაჯილდოვდეს.

წლევანდელ დაჯილდოებაზე ბერა ივანიშვილს სამ ნომინაციაში მიენიჭა "მეგას" ჯილდო. ყურადღების მიღმა არ დარჩენილან თემურ თათარაშვილი, თემურ წიკლაური, ეკა კვალიაშვილი, ჯგუფი "ფორტე" და სხვები. "ფორტეს" ერთ-ერთი წევრი ზურა მანჯავიძე დაჯილდოების ცერემონიალზე ხელჯოხით მივიდა, რადგან ფეხი წინა დღით, თემურ თათარაშვილის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე ცეკვის დროს დაიზიანა.

კულტურისა და შოუბიზნესის აქტიური გაშუქებისთვის სპეციალური დიპლომი "ინტერპრესნიუსის", რადიო ”პალიტრას”, ”პალიტრა.ტვ”-სა და ”ამბები-გე”-ს ჟურნალისტმა მიიღო.

გამარჯვებულებმა განაცხადეს, მუსიკალური დაჯილდოება მნიშვნელოვანი მოვლენაა ყველა მომღერლისთვის, რაც მათ სტიმულს აძლევს, ხარისხიანი პროდუქცია შექმნან და მათი შემოქმედება წლის ბოლოს, ტრადიციულ დაჯილდოებაზე დაფასდეს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება