მადონამ თაყვანისმცემელს კონცერტზე უყვირა

მადონამ თაყვანისმცემელს კონცერტზე უყვირა

მადონამ თაყვანისმცემელს მისი კონცერტის დროს სიგარეტის მოწევა აუკრძალა. ვარსკვლავი ჩილეში დაგეგმილი კონცერტისთვის სცენაზე ხმას ასწორებდა, როდესაც მისმა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა სიგარეტს მოუკიდა.

როდესაც მომღერალმა მწეველი მაყურებელი შენიშნა, გაღიზიანდა. "აქ ვიღაც ეწევა ამ წუთებში. მოწევა აკრძალულია!" - განაცხადა ვარსკვლავმა მკაცრი ტონით.

მადონამ თაყვანისმცემლისგან სიგარეტის ჩაქრობა მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონცერტის ჩაშლით დაიმუქრა.

"თუ აქ მოწევას აპირებთ, მე არ გამოვალ კონცერტზე, არ ვიმღერებ. მოგიფურთხებიათ ჩემზე? მაშინ მეც მომიფურთხებია თქვენზე" არ ვხუმრობ. არ შემიძლია სიმღერა, როდესაც თქვენ ეწევით. პირდაპირ მე მიყურებთ და თან ეწევით, თითქოს იდიოტი ვიყო", - იყვირა მომღერალმა.

მადონას ამ კატეგორიულმა მოთხოვნამ თაყვანისმცემელი აიძულა, უარი ეთქვა მავნე ჩვევაზე.

მომზადებულია TMZ.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება