ჟერარ დეპარდიეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

ჟერარ დეპარდიეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს, რომელმაც ახალი კანონის გამო უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. პაპარაცებმა ვარსკვლავი რომის აეროპორტში შენიშნეს.

ჟერარ დეპარდიემ აეროპორტის შენობა ეტლით დატოვა. ვარსკვლავი საკმაოდ სუსტად იყო, მას წამოდგომაში და მანქანამდე მისვლაში რამდენიმე ადამიანი დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ დეპარდიე მშვენივრად გრძნობდა თავს და უპრობლემოდ ატარებდა თავის საყვარელ სკუტერს.

63 წლის მსახიობის ჯანმრთელობის გაუარესებაზე ისიც მეტყველებდა, რომ ვარსკვლავს აეროპორტიდან მანქანამდე მისასვლელ მოკლე გზაზე რამდენჯერმე ჩასთვლიმა.

ჟერარ დეპარდიემ ბოლო დროს ბევრი ტრაგედია გადაიტანა. მას დაეღუპა ერთადერთი ვაჟი, 37 წლის გიიომი, ახლა კი ახალი კანონების გამო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე მოუწია უარის თქმა.

მსახიობის ქვეყნიდან წასვლის მიზეზი პრემიერ-მინისტრის, ჟან-მარკ ეროს განცხადებაა, რომელიც პოლიტიკოსმა მსახიობის მისამართით გააკეთა. ერომ დეპარდიეს გადაწყვეტილებას ბელგიაში გადასახლების თაობაზე "სამარცხვინო საქციელი" უწოდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება