საახალწლოდ მომღერალი ბერა ივანიშვილი გულშემატკივრებს ახალი მუსიკალური დისკით გაახარებს. მუსიკალურ ნაკრებში 18 სიმღერაა შესული. მათ შორის, 8 ახალი სიმღერაა. დისკის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. "პალიტრა ტვ"-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბერამ ახალი კომპაქტდისკის გარდა, საახალწლო ოჯახურ ტრადიციებზეც ისაუბრა.
ბერამ თავის ხმის ჩამწერ სტუდიაში უზარმაზარი საახალწლო ნაძვის ხე უკვე მორთო, სათამაშოები კი მეგობრებთან ერთად თავად დაამზადა. მომღერალმა მელომანებს კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადა საახალწლოდ. ახალი მუსიკალური ვიდეოკლიპი "გაერთე შენც".