მსოფლიოს თინეიჯერების სათაყვანებელი მომღერლები, ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი იუტას შტატის აეროპორტში პაპარაცებმა ერთად გადაიღეს.
როგორც ჩანს, ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა საკმაოდ მყარია და შობის დღესასწაულის გატარებასაც ერთად გეგმავენ. მეტიც, ახალგაზრდები კატეგორიულად უარყოფენ ჭორს სელენასა და მომღერალ ნაილ ჰორანოს შორის რომანის შესახებ.
სელენა და ჯასტინი სოლტ-ლეიკ სიტის აეროპორტში ისე იქცეოდნენ, როგორც ნამდვილი შეყვარებულები. გაფრენის წინ ახალგაზრდებმა საკმაოდ დიდი დრო მოსაცდელ დარბაზში გაატარეს, სადაც ერთმანეთის მიმართ ნაზ გრძნობებს საჯაროდ გამოხატავდნენ - ჩურჩულებდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ.
"ლამის ჩაყლაპეს ერთმანეთი, ხანდახან თუ შეჩერდებოდნენ და ერთმანეთს ორ სიტყვას გადაულაპარაკებდნენ. ეჭვგარეშეა, ძალიან უყვართ ერთმანეთი", - განუცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა ჟურნალისტებს.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo