უყვარს თუ არა თამთა ჭელიძეს რატი დურგლიშვილი

უყვარს თუ არა თამთა ჭელიძეს რატი დურგლიშვილი

ჭორები რომ ძალიან მიყვარს, ეს უკვე კარგად ცნობილი ამბავია. ეს ჩემმა მეგობრებმაც დიდი ხანია იციან და როგორც კი საინტერესო ამბავს მოჰკრავენ ყურს, მაშინვე მიყვებიან. გასულ კვირას მეგობარმა მომღერალ თამთა ჭელიძეზე მაცნობა ფრიად საინტერესო ამბავი. მეგობარი სანდო წყაროზე დაყრდნობით მიყვებოდა, თამთა უკვე რამდენიმე წელია, რატი დურგლიშვილზეა შეყვარებული, რატის კი არ აინტერესებს და თამთას ამის გამო დეპრესია აქვსო. ინფორმატორი იმასაც ამტკიცებს თამთა დღესაც კი ცრემლებით ჰყვება, რომ რატი მის მიმართ გულგრილიაო. სიმართლე გითხრათ, სულ მცირე იმედიც არ მქონდა, რომ ამ ამბავს თამთა დაადასტურებდა, მაგრამ მაინც დავურეკე და მის შესახებ გაგონილი ამბავი შეულამაზებლად და პირდაპირ მოვუყევი.

-თამთა, ცნობილ ადამიანებზე, როგორც წესი, ბევრს ჭორაობენ. შენ შესახებ მორიგი ჭორი გავიგე. არ ვიცი, ჭორია თუ სიმართლე. ამბობენ, რომ შეყვარებული ხარ.

-მე?.. ტყუილია.

-ისიც გავიგე, ვინ გიყვარს.

-და ვინ მიყვარს?

-ამბობენ, რომ რატი დურგლიშვილზე ხარ შეყვარებული.

-ვაიმე, ეს ჭორი არ დამთავრდა. ტყუილია. თან ამბობენ, რომ მე ვარ შეყვარებული ცალმხრივად, არა? (იცინის).

-რატომღაც ამბობენ, რომ რატი გულგრილია შენ მიმართ და თურმე ამ ყველაფრის გამო დეპრესიაც გქონია.

-(იცინის) ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი. მე და რატი მეგობრები ვართ და ყოველთვის მეგობრები ვიყავით. ეს ჭორი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და უკვე აღარც მეცინება... ძალიან თამამად მითხარი ყველაფერი. ჩემ ადგილას შეიძლება, ვიღაც ძალიან გაბრაზებულიყო.

-რატის დიდი ხანია იცნობ? ადრეც გამიგია თქვენ შესახებ ჭორი.

-წლებია, კარგი და ერთგული მეგობრები ვართ.

-კარგია, რომ ეს ჭორი ჩემგან არ გაგიგია.

-უბრალოდ, თქვენგან პირველად გავიგე, რომ ცალმხრივად ვყოფილვარ შეყვარებული. ძალიან მაინტერესებს, ასეთი დეტალები ვინ მოგაწოდათ.

-ამას, რასაკვირველია, ვერ გაგიმხელ.

-ეს ყველაფერი მოგონილია. ახლა, ცოტა არ იყოს, გავბრაზდი. მაგრამ არა უშავს. ეს ჩემთვის ნაცნობი სიტუაციაა.

-ე.ი. შეყვარებული არ ხარ და ამ ეტაპზე მხოლოდ შემოქმედებაზე ფიქრობ...

-ახალ სიმღერებზე ვმუშაობ, რომლის დამთავრებასაც არ დაადგა საშველი და მგონია, რომ დაწყნარდება სიტუაცია და ყველაფერი კარგად იქნება. შეყვარებული კი არ ვარ და ძალიან დიდი ხანია, არც ვყოფილვარ. აბსოლუტურად თავისუფალი ვარ.

-რატის თუ ჰყავს შეყვარებული? მე როგორც ვიცი, ამჯერად რატი დაინტერესებულია გოგონათი, რომელიც ცნობილი სახე არ არის.

-მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, რატი ამჯერად შეყვარებული არაა. ჩვენ ორი დღის წინ შევხვდით ერთმანეთს და რატი რომ შეყვარებული იყოს, ნამდვილად მეტყოდა. ჩვენ ისეთი მეგობრები ვართ, როცა ვიღაცით ვარ გატაცებული, ყოველთვის ვეუბნები და რატიც ყოველთვის მიყვება. ერთმანეთს ასეთ რამეებს არ ვუმალავთ.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება