ბექჰემების ოჯახი ახალ წელს "თბილ ქვეყანაში" მიფრინავს

ბექჰემების ოჯახი ახალ წელს "თბილ ქვეყანაში" მიფრინავს

დევიდ ბექჰემმა საკუთარ ოჯახს საახალწლოდ დაუვიწყარი მოგზაურობა მოუწყო. სპორტსმენი და მისი დიზაინერი მეუღლე ვიქტორია და მათი ოთხი შვილი ახალი წლის ცივ დღეებს მალდივის კუნძულებზე, ფეშენებელურ სასტუმროში გაატარებენ.

ბექჰემები კურორტზე 11 ღამეს დაჰყოფენ. დევიდს ეს მოგზაურობა 250 000 გირვანქა სტერლინგი უჯდება.

სასტუმრო One&Only Reethi Rah მალდივის კუნძულებზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. ის 130 კერძო ვილას, 12 სანაპიროს და 40 აუზს აერთიანებს.

ბექჰემების მიერ შერჩეული ნომერი ღამეში 8600 გირვანქა სტერლინგი ჯდება. შესაბამისად, გამოდის, რომ ოჯახი ამ სასტუმროში გატარებულ ყოველ წუთზე 6 გირვანქა სტერლინგს იხდის. გარდა ამისა, დევიდმა კიდევ სამი ვილა დაიქირავა. თითოეულის ფასი ღამეში 3700 გირვანქა სტერლინგია.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში 150 გირვანქა ღირს.

დევიდისთვის აქ ჩოგბურთის კორტებია, ხოლო ვიქტორია თავისუფალ დროს სპა-პროცედურებს დაუთმობს. ეს ვილები მალდივის კუნძულებზე ყველაზე ფეშენებელურია, ხოლო ბექჰემებმა ყველაზე ძვირადღირებული ნომრები დაჯავშნეს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება