პირველი ფოტოები რონი ვუდის ქორწილიდან

პირველი ფოტოები რონი ვუდის ქორწილიდან

21 დეკემბერს ლეგენდარული ჯგუფის Rolling Stones-ის გიტარისტმა, რონი ვუდმა საიდუმლოდ იქორწინა სალი ჰამფრისზე. ცერემონიის პირველი ფოტოები მხოლოდ ახლა გავრცელდა.

65 წლის რონი ვუდისთვის ეს უკვე რიგით მესამე ქორწინებაა. მან და 34 წლის სალიმ ლონდონის ცენტრში, Dorchester-ში იქორწინეს, სადაც საქმრომ 8-სართულიანი აპარტამენტები დაიქირავა.

ცერემონიამ მოკრძალებულად ჩაიარა. პატარძალი გრძელ, სპილოსძვლისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, ხოლო საქმროს შავი სადა სმოკინგი და ღია ვარდისფერი წინდები ეცვა. ბანკეტის ბოლოს ახალდაქორწინებულებმა სამოსი გამოიცვალეს და უფრო კომფორტულად ჩაიცვეს.

ქორწილში 35 ადამიანი იყო მიწვეული, მათ შორის ლეგენდარული პოლ მაკარტნი და როდ სტუარტი.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება