"იღბლიანი ჯენტლმენების" რიმეიქში დათო ბახტაძე მონაწილეობს

"იღბლიანი ჯენტლმენების" რიმეიქში დათო ბახტაძე მონაწილეობს

ფილმ "იღბლიანი ჯენტლმენების" რიმეიქში ქართველი მსახიობი დათო ბახტაძე მონაწილეობს. ბახტაძე ჯაფარის როლს ასრულებს, რომელსაც ფილმის პირველ ვერსიაში ვასილი ალიბაბაევიჩი ერქვა. დათო ბახტაძე მაყურებელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზიდანაც ახსოვს, თუმცა წარმატება ჰოლივუდმა მოუტანა.

დათო ბახტაძეს უმუშავია ემილი ჰირშთან, რეიჩელ ტეილორთან, ანჯელინა ჯოლისთან, მორგან ფრიმენთან, სანდრა ბალოკთან, ტენდი ნიუტონთან. ქართველი მსახიობი ცნობილ ფილმებშიც გადაიღეს, როგორიცაა "Wanted" და ოსკაროსანი "Crash"-ი.

27 დეკემბერს, რუსეთის კინოეკრანებზე კარგად ნაცნობი ძველი კომედიის ახალი ეკრანიზაცია "იღბლიანი ჯენტლმენები 2" გამოდის. ფილმის რეჟისორები ალექსანდრე ბარანოვი და დიმიტრი კისილიოვი არიან, ხოლო პროდიუსერი ტიმურ ბაკმამბეტოვია.

სცენარისტებმა: სლავა სემ და ვლადიმირ ნაგორნიმ ძველი "იღბლიანი ჯენტლმენებიდან" მხოლოდ სიუჟეტი დაიტოვეს, დანარჩები კი - დიალოგები, რეპლიკები, ფრაზები, მუსიკა და კინოგმირები შეცვლილია. ამბავიც რუსეთსა და ეგვიპტეში ვითარდება.

თანამედროვე "იღბლიანი ჯენტლმენების" სიუჟეტის მიხედვით, საბავშვო ცენტრის ანიმატორი ლიოშა ტრეშკინი საშიში ქურდის და მკვლელის, "სმაილიკის" ორეული აღმოჩნდება. "სმაილიკი" სანკტ-პეტერბურგის მუზეუმიდან ყაზახეთის ნაციონალურ სიმბოლოს იპარავს. ახალგაზრდა და ლამაზი პოლიციის ლეიტენანტი ირინა სლავინა ტრეშკინს იჭერს და თანამედროვე, პოლიციური მეთოდებით აიძულებს, გამოძიებას დაეხმაროს.

დათო ბახტაძის გარდა, ფილმში მთავარ როლებს სერგეი ბეზრუკოვი, გოშა კუცენკო, ანტონ ბოგდანოვი და მარინა პეტრენკო ასრულებენ.

ფილმი "იღბლიანი ჯენტლმენები 2" საქართველოს კინოეკრანებზეც გამოჩნდება.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება