დენიელ კრეიგი 2012 წლის ყველაზე მოდურად ჩაცმული მამაკაცია

დენიელ კრეიგი 2012 წლის ყველაზე მოდურად ჩაცმული მამაკაცია

მამაკაცების ჟურნალმა GQ-მ წლის ყველაზე მოდურად ჩაცმულ მამაკაცთა რეიტინგი გამოაქვეყნა. 2012 წელს ამ სიის სათავეში ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი, მსახიობი დენიელ კრეიგი მოექცა. ეს არავის გაკვირვებია, ვინაიდან მოდის კრიტიკოსებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კრეიგი ისევე გემოვნებით და დახვეწილად იცვამს, როგორც მისი პერსონაჟი აგენტი 007.

მეორე ადგილი ზაკ ეფრონმა დაიკავა. მსახიობს როგორც წითელ ხალიჩაზე, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ გემოვნებით აცვია, რაც ჟურნალის რედაქციას არ გამორჩენია.

"ბრინჯაო" დევიდ ბექჰემმა მიიღო. სპორტსმენი, რომლის სახელი უკვე წლებია მოდას უკავშირდება, მესამე ადგილს დასჯერდა. დღემდე ყველას ეგონა, რომ დევიდის ჩაცმულობაზე მისი მეუღლე, დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი ზრუნავდა, თუმცა თავად ფეხბურთელიც აქტიურადაა ჩართული მოდის ინდუსტრიაში.

2012 წლის ყველაზე მოდურად ჩაცმულ მამაკაცთა ტოპ-10 კი GQ-ს მიხედვით ასე გამოიყურება:

იხილეთ ვიდეო

1. დენიელ კრეიგი.

2. ზაკ ეფრონი.

3. დევიდ ბექჰემი.

4. ბრუნო მარსი.

5. ევაონ მაკგრეორი.

6. რობერტ პატინსონი.

7. ჯოზეფ გორდონ-ლევიტი.

8. ტაისონ ჩენდლერი.

9. ჯასტინ ტერუ.

10. ნიკ ჯონასი.

მომზადებულია GQ-ს მიხედით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება