ჯენიფერ ენისტონის და ჯასტინ ტერუს მექსიკური არდადეგები

ჯენიფერ ენისტონის და ჯასტინ ტერუს მექსიკური არდადეგები

მაშინ, როდესაც მთელი ჰოლივუდი წინასაახალწლო სამზადისშია, ჯენიფერ ენისტონი თავის საქმროსთან ერთად მზეზე ირუჯება. ვარსკვლავი და მისი საქმრო, ჯასტინ ტერუ რამდენიმე დღის წინ მექსიკას ესტუმრნენ.

მზეს მიფიცხებული ჯენიფერი წიგნების კითხვით იქცევდა თავს, ხოლო ჯასტინი გარემოს თვალიერებით ტკბებოდა. როგორც ჩანს, წყვილმა წინასაახალწლო აჟიოტაჟს თავი აარიდა. არდადეგებზე ჯასტინ ტერუმ ფოტოგრაფობას მიჰყო ხელი.

სურათებზე, რომლებიც პაპარაცებმა მოიპოვეს, ჯენიფერ ენისტონი საცურაო კოსტუმშია გამოწყობილი. მსახიობი წონაში საკმაოდ მომატებული ჩანს, რაც ბადებს ეჭვს, რომ ორსულადაა.

გარდა ამისა, აეროპორტში ენისტონი ყველა ღონეს ხმარობდა, მუცელი ქურთუკით დაეფარა, რათა აბეზარ პაპარაცებს არ გადაეღოთ.

ენისტონის ორსულობის შესახებ ჭორები უკვე დიდი ხანია დადის, თუმცა ოფიციალურად არ დადასტურებულა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება