უკრაინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი 5 ადამიანი ემსხვერპლა.
"ბი-ბი-სის" ცნობით, "მი-8" ტიპის ვერტმფრენი კიროვოგრადის რაიონის ქალაქ ალექსანდრიას აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.
ქვეყნის შინაგან საქმეთ სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით აღიძრა გამოძიება.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.