ყაზახეთში ავიაკატასტროფას 27 ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური მედიის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის კუთვნილი "ან-72" ტიპის თვითმფრინავი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, უზბეკეთის საზღვართან ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის 7 წევრი და სასაზღვრო სამსახურის 19 მოსამსახურე, მათ შორის პოლკოვნიკი ტურგანბეკ სტამბეკოვი.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.