ჰეიდი კლუმი ახალ წელს ყოფილ ქმართან და ახალ საყვარელთან ერთად ხვდება

ჰეიდი კლუმი ახალ წელს ყოფილ ქმართან და ახალ საყვარელთან ერთად ხვდება

მოდელი ჰეიდი კლუმი ახალი წლის აღნიშვნას ყოფილ ქმართან და ახალ საყვარელთან ერთად გეგმავს.

ჰეიდი მეუღლეს, მუსიკოს სილ სამუელს, რამდენიმე თვის წინ დაშორდა და ამჟამად თავის პირად მცველს, 39 წლის მარტინ კირსტენს ხვდება. ჰეიდი თვლის, რომ შვილებისთვის მშობლების განქორწინება ყველაზე დიდი ტკივილია და საჭიროა, ისეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე, როგორიცაა ახალი წელი მთელი ოჯახი კვლავ ერთად შეიკრიბოს.

როგორც წყვილის ახლო მეგობრები ამბობენ, ჰეიდი და სილი ხშირად საუბრობენ ტელეფონზე და ცდილობენ, მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნონ.

შეგახსენებთ, კლუმი და სილი 2005 წელს დაქორწინდნენ. წყვილს სამი შვილი ჰყავს. 2009 წელს სამუელმა კლუმის უფროსი გოგონა, ლენი ოფიციალურად იშვილა.

მომზადებულია leadership.ng-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება