ბრედლი კუპერის ეკრანიდან რეალობაში გადატანილი სიყვარული

ბრედლი კუპერის ეკრანიდან რეალობაში გადატანილი სიყვარული

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარებული ბრედლი კუპერი ერთი თვის წინ ახალი ფილმით წარდგა ეკრანზე - "სიტყვები", რომელშიც თავის საოცნებო ქალს ზოე სალდანას შეხვდა და ახლა მათ რეალურ ცხოვრებაში რომანი აქვთ. გარდა ამისა, ბრედლის ახალ პროექტებს შორის არის ასევე გახმაურებული სურათის "ბიჭები ვეგასში" მესამე ნაწილი.

- ბრედლი, როგორია თქვენი გმირი "სიტყვებში"?

- ჩემი პერსონაჟი მწერალი რორი ჯენსენია, რომელიც შემთხვევით პოულობს ხელნაწერს და გადაწყვეტს, მისი შინაარსი თავისი ამბის საფუძვლად გამოიყენოს. წიგნი ბესტსელერად იქცევა და მას დანაშაულის განცდა იპყრობს. კაცი მაშინვე მიეშურება ნამდვილი ავტორის საპოვნელად.

- რომელსაც ჯერემი აირონსი ასახიერებს...

- დიახ, ძალიან გაგვიმართლა, რომ დათანხმდა ამ როლზე. მან თავის გმირს სიცოცხლე შთაბერა - მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. თავიდან ძალიან მაღელვებდა ამ ოსკაროსან მსახიობთან პარტნიორობა, მაგრამ ის იმდენად მშვიდი ადამიანია, მალე გამიქრა ღელვა.

- თვითონ თუ გაქვთ სანატრელი ქანდაკების მოპოვების იმედი?

- არც კი ვოცნებობ და არც როლის თამაშს ვიწყებ ამ ჯილდოს მოპოვების იმედით. მაგრამ, თუ გამიმართლებს, რა თქმა უნდა, ძალიან ამაყი ვიქნები.

- დღეს ბევრი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გაქვთ, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც "სიტყვები"?

- ამ ამბავში ბევრი იდუმალი აზრია... ერთ-ერთი ის არის, რომ ძალიან მინდოდა ეკრანზე ზოე სალდანასთან რომანი გამება.

- თქვენი ერთობლივი სცენები ძალიან ემოციურია...

- ის საოცარი ადამიანი და შესანიშნავი მსახიობია. მართლაც მოვახერხეთ ჩვენს გმირებს შორის საინტერესო ურთიერთობების გაბმა. გადაღებების პროცესში სცენარიც კი შეცვალეს, რომ მეტი ეპიზოდი ყოფილიყო ზოეს მონაწილეობით - ასეთი რამეები კი ჰოლივუდის წარმოებაში პრაქტიკულად არ ხდება ხოლმე.

- კიდევ ერთ ახალ სურათში "ჩემი ბიჭი გიჟია" რობერტ დე ნირო თამაშობს მამათქვენის როლს...

- დიახ, მართალია უკვე შევხვდით ერთმანეთს პროექტში "ბნელი უბნები", სამუშაოს დაწყებამდე მაინც ძალიან ვღელავდი. მაგრამ ბობმა ისეთი რიტმი აამოქმედა, ისე ამიყოლია, ყველაფერი დალაგდა.

- კომედიაში თამაში უფ­რო იოლია თუ დრამაში?

- ორივე რთულია. კამერის წინ მუშაობა ისევეა, როგორც ორკესტრში სიმებიან ინსტრუმენტზე დაკვრა: თუ სწორ ტონალობას ვერ აიღებ, შეცდომას შეცდომაზე დაუშვებ, თუმცა დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ კომედია გაცილებით სათუთ მუსიკალურ სმენას მოითხოვს.

- "ბიჭები ვეგასში" უკვე მესამე ნაწილი გადაიღეთ, ალბათ მალე გამოვა ეკრანებზე. რამ განაპირობა ამ სურათის ასეთი დიდი წარმატება?

- მზა ფორმულა, როგორ უნდა შექმნა ჰიტი, არ არსებობს. მაგრამ რეჟისორი ტოდ ფილიპსი ძალიან მაგარი ვინმეა. ის ძალიან რისკავდა, როცა ერთ ფილმში მიგვიწვია მე, ედ ჰელმსი და ზაკ გალიფიანაკისი - იმ მომენტში არც ისე ცნობილი მსახიობები. მაგრამ მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ეს სამეული მაყურებელს აახარხარებდა და ეს მოხდა კიდეც!

- თავი რომანტიკოსად მიგაჩნიათ?

- შეყვარებული როცა ვარ, მოზარდს ვემსგავსები. თვალს ვერ ვაშორებ მოწონებულ ქალს. გამუდმებით ვირწმუნებ თავს: "მორჩი მიშტერებას!" მაგრამ ასეთი ქცევა მაინც ნორმალურია და ვგიჟდები ამ მდგომარეობაზე (ცნობისათვის, 2006 წელს ბრედლიმ ჯენიფერ ესპოზიტოზე იქორწინა, რომელსაც ოთხ თვეში დაშორდა. მცირე ხანს რენე ზელვეგერს ხვდებოდა. ამჟამად კი ზოე სალდანასთან აქვს რომანი - მთარგმ.).

- თუ მიხვდით, რა უნდათ სინამდვილეში ქალებს?

- ალბათ იმის რწმენა, რომ რთულ სიტუაციებში კაცი ყველაფერს მიანებებს თავს და მათი პრობლემებით და­კავდება. მე ვცდილობ, მოლოდინი გავამართლო.

- რა არის თქვ­ენი მთავარი ნაკლი?

- მიჭირს "არას" თქმა. როცა ვიღაცას უარს ვეუბნები, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ალბათ იმის გამო, რომ კათოლიკურ ოჯახში გავიზარდე.

- ცოტა ხნის წინ ბროდვეიზეც გქონდათ დებიუტი ჯულია რობერ­ტსთან სპექტაკლში "სამდღიანი წვიმა"...

- დღემდე არ მჯერა, რომ პრემიერამდე მივედი, მაგარი განცდა იყო.

- დღეს მეგავარსკვლავი ხართ...

- იცით, ჰოლივუდში ეს საკმაოდ ხანმოკლე სტატუსია, ამიტომ მინდა, რაც შეიძლება ბევრი მოვასწრო.

- რეჟისორობასაც ხომ არ გეგმავთ?

- დიახ, და მგონია, რომ შესაბამისი აზროვნებაც მაქვს. ყოველთვის ვოცნებობდი მთლიანად მომეყოლა ამბავი და არ მეფიქრა მხოლოდ საკუთარი პერსონაჟის ხაზის განვითარებაზე.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება