ირაკლი ალასანია - დიდი ალბათობით ავღანეთში გაუჩინარებული ქართველი კაპრალი ცოცხალია

ირაკლი ალასანია - დიდი ალბათობით ავღანეთში გაუჩინარებული ქართველი კაპრალი ცოცხალია

დიდი ალბათობით ავღანეთში გაუჩინარებული ჩვენი კაპრალი ცოცხალია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრობისას განუცხადა.

მისი თქმით, გაუჩინარებულ ქართველ კაპრალთან დაკავშირებით სიახლეები სამინისტროს ჯერ არ აქვს.

"იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ჩვენ ნატო-ს სარდლობა გვაწვდის, დიდი ალბათობით ჩვენი კაპრალი ცოცხალია. ჩვენ ყველას გვაქვს იმედი, რომ ეს ოპერაცია დასრულდება მშვიდობით და ის საკუთარ ქვეგანაყოფს და ოჯახს დაუბრუნდება.", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, უკვე ერთი კვირაა, რაც ავღანეთში გაუჩინარებული ქართველი კაპრალის საძიებო სამუშაოებში მონაწილეობს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ვახტანგ კაპანაძე.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე