ჯესიკა სიმფსონმა ორსულობის შესახებ არსებული ხმები დაადასტურა

ჯესიკა სიმფსონმა ორსულობის შესახებ არსებული ხმები დაადასტურა

ჯესიკა სიმპსონმა ორსულობის შესახებ გავრცელებული ხმები დაადასტურა. ვარსკვლავი, რომელმაც შვიდი თვის წინ იმშობიარა, ისევ ფეხმძიმედაა.

ახალი ამბის დასტურად ჯესიკა სიმპსონმა საკუთარ მიკრობლოგ "ტვიტერზე" მისი ქალიშვილის, მაქსველის ფოტო გამოაქვეყნა. ჯესიკას პირველი შვილი სახლის ეზოშია გადაღებული, ქვიშაზე მის წინ დიდი ასოებით წერია "უფროსი და", რაც იმის ნიშანია, რომ მალე მაქსველს პატარა და, ან ძმა ეყოლება. 

ჯესიკა სიმპსონი ყვითელი პრესის წარმომადგენლებს მოსვენებას არ აძლევს. ყველას ახსოვს, მშობიარობის შემდეგ მისი წონაში კლება და თითოეული დაკლებული კილოგრამი ნამდვილი სენსაცია იყო. საბოლოოდ ჯესიკამ რეკორდულ დროში, ორ თვეში 30 კგ-ით დაიკლო. როგორც ჩანს, მალე მსგავსი ახალი ამბებით ბულვარული პრესა ისევ გაივსება.

ჯესიკა სიმპსონი და მისი პარტნიორი და შვილის მამა, ერიკ ჯონსონი, დაქორწინებას უახლოეს მომავალში აპირებენ.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება