ადელმა საკუთარი სახელი დააპატენტა

ადელმა საკუთარი სახელი დააპატენტა

ბრიტანელმა მომღერალმა, ადელმა საკუთარი სახელი დააპატენტა. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა The Sun-ი წერს. გამოცემის ცნობით, ეს პრობლემა ვარსკვლავს მისმა იურისტებმა მოუგვარეს.

ადელს არ სურს, რომ მისი სახელი ვინმემ უნებართვოდ რეკლამისთვის გამოიყენოს. მომღერალს არ სურს, მისი თაყვანისმცემლები მოტყუვდნენ და მის სახელთან დაკავშირებული რაიმე სამკაული ან კოსმეტიკა შეიძინონ.

აღსანიშნავია, რომ ადელი პირველი ვარსკვლავი არაა, რომელმაც სახელის დაპატენტებით სარეკლამო სააგენტოებს ბრძოლა გამოუცხადა. სექტემბერში ლედი გაგამ კომპანია Excite Worldwide LLC-ს უჩივლა. კომპანია Lady Gaga-ს სახელით კოსმეტიკის ახალი ხაზის გამოშვებას გეგმავდა.

რამდენიმე თვის წინ ბიონსემ და ჯეიზიმაც სცადეს მათი ქალიშვილის, ბლუ აივი კარტერის სახელის დაპატენტება. მათ ამ სახელით საბავშვო ტანსაცმლის ხაზის გამოშვება სურდათ, თუმცა Blue Ivy-ის რეგისტრაციაზე მათ შესაბამისმა ინსტანციამ უარი განუცხადა. როგორც ჩანს, ვარსკვლავებს ვიღაცამ დაასწრო.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება