რიანა და კრის ბრაუნი დღესასწაულს ერთად ატარებენ

რიანა და კრის ბრაუნი დღესასწაულს ერთად ატარებენ

მართალია დასავლურ პრესაში იუწყებიან, რომ კრის ბრაუნი ჯერ კიდევ კარუჩე ტრანს ხვდება, მაგრამ ფოტოები, რომლებიც პაპარაცებმა მოიპოვეს, სულ სხვა რამეზე მეტყველებს. კრის ბრაუნი და მისი ყოფილი საყვარელი რიანა, მიუხედავად ძალადობასთან დაკავშირებული სკანდალისა, შობას მაინც ერთად ატარებენ. 

რიანამ არაერთხელ განაცხადა, რომ მის საყვარელ მამაკაცს ყველაფერი აპატია და მასთან დაბრუნება სურს. როგორც ჩანს, ვარსკვლავმა მიზანს მიაღწია და კრისი ახლა მასთანაა.

ფოტოებზე, რომელიც კალათბურთის მატჩზეა გადაღებული, კარგად ჩანს, რომ წყვილი კარგ დროს ატარებს. ორივე მათგანი ბედნიერი ჩანს და ერთმანეთს ეხუტება, რაც ეწინააღმდეგება გავრცელებულ ხმებს, თითქოს კრისი და რიანა მეგობრებად დარჩნენ. 

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს 2009 წლის თებერვალში მას შემდეგ დაშორდა, რაც კრისი რიანას თავს დაესხა და სასტიკად სცემა. სასამართლომ ბრაუნს ხუთწლიანი გამოსაცდელი ვადა და 180-დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოების შესრულება მიუსაჯა. განაჩენის თანახმად, კრისს 2014 წლის აგვისტომდე რიანასთან 90 მეტრზე მიახლოება ეკრძალება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება