ქეით უინსლეტი მესამედ გათხოვდა

ქეით უინსლეტი მესამედ გათხოვდა

მსახიობი ქეით უინსლეტი მესამედ გათხოვდა. ქეითმა საყვარელზე, ნედ როკნროლზე საიდუმლოდ იქორწინა და პაპარაცებს მისი ქორწილის ფოტოები გამოეპარათ.

საქორწინო ცერემონიას წყვილის რამდენიმე უახლოესი მეგობარი და ვარსკვლავის შვილები დაესწრნენ. ქეითი საკურთხეველთან მისმა უახლოესმა მეგობარმა და პარტნიორმა, მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ მიაცილა.

საქორწინო წვეულებაზე ნეფე-პატარძალმა მშობლები არ მიიწვიეს. როგორც ვარსკვლავის მამამ, როჯერმა განაცხადა, ქალიშვილის მესამედ გათხოვების შესახებ პრესის საშუალებით შეიტყო.

"ქორწილის შესახებ ნეფე-პატარძლის მშობლებმა არაფერი ვიცოდით. სიმართლე გითხრათ, მათგან არაფერი მიკვირს", - განაცხადა ქეითის მამამ გაზეთ The Sun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება