2012 წლის ყველაზე მსხვილი სამხედრო გარიგებები

2012 წლის ყველაზე მსხვილი სამხედრო გარიგებები

მთელი წლის განმავლობაში სამხედრო ექსპერტები სამხედრო სფეროში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან და წლის ბოლოს გაფორმებულ ყველაზე მსხვილ ხელშეკრულებებზე ანგარიშს აკეთებენ. ქვემოთ 2012 წლის 10 ყველაზე მსხვილი სამხედრო გარიგებაა ჩამოთვლილი.

1 - მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი "რაფალი" ინდური ტენდერის ფინალისტი გახდა

მიმდინარე წლის დასაწყისში ინდოეთმა ფრანგული "რაფალი" გამოცხადებული ტენდერის ფინალისტად დაასახელა. ფრანგების გარდა, ტენდერში, რომელიც 126 თვითმფრინავის მიწოდებას ითვალისწინებს, ევროპული "ევროფაიტერი", შვედური "სააბი", ამერიკული "ბოინგი" და "ლოქჰიიდ მარტინი" და რუსული "მიგი" მონაწილეობდნენ.

ტენდერის პირობების თანახმად, 18 გამანდგურებელს ინდოელები აწყობილ მდომარეობაში მიიღებენ. დანარჩენი 108 ერთეული კი შესაბამისი ტექნოლოგიებისა და საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის გადაცემის შემდეგ, თავად ინდოეთში დამზადდება და აიწყობა. კონტრაქტის ღრებულება 10,4 მილიარდი დოლარია.

2 - იაპონია ოთხ გამანადგურებელ F-35A-ს ყიდულობს

ივლისის დასაწყისში იაპონიის თავდაცვის უწყებამ F-35-ების შეძენაზე შესაბამისი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების ღირებულება 1,8 მილიარდი დოლარია. თვითმფრინავების გარდა, ტოკიომ მფრინავების მოსამზადებლად ორი ტრენაჟორი და თავად თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების კომპლექტი შეიძინა. იაპონიის მხრიდან F-35A-ს დადებითი შეფასების შემთხვევაში, ქვეყანა დამატებითად 38 თვითმფრინავს იყიდის.

3 - აშშ ტაივანის გამანადგურებლების მოდერნიზაციას უზრუნველყოფს

ზაფხულში ტაივანის მთავრობამ საკუთარ შეიარაღებაში არსებული 145 ერთეული F-16A/B-ის ტიპის გამანადგურებლების მოდერნიზაცია გადაწყვიტა. სამოდერნიზაციო სამუშაოებს აშშ განახორციელებს და ეს პროცესი 12 წელიწადში დასრულდება. ტაივანის ბიუჯეტს თანამედროვე დონემდე 145 თვითმფრინავის აყვანა 3,7 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

4 "ბოინგი" ინდოეთს დამრტყმელ და სატრანსპორტო შვეულმფრენებს მიაწვდის

უახლოეს მომავალში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ამერიკული კომპანია "ბოინგი" ინდოეთს 15 ერთეულ CH-47-ის ტიპის სატრანსპორტო და 22 ერთეულ AH-64 "აპაჩის" ტიპის დამრტყმეულ შვეულმფრნებს მიაწვდის. საერთო ჯამში, ინდოეთს 37 შვეულმფრენი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

5 - გერმანია ეგვიპტეს წყალქვეშა ნავებს მიაწვდის

ისრალეის მკაცრი პოზიციის მიუხედავად, 2012 წლის შემოდგომაზე გერმანიასა და ეგვიპტეს შორის "ტიპი-029"-ის ორი დიზელ-ელექტრული წყალქვეშა ნავის შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. მისი ღირებულება 913 მილიონი დოლარია.

6 - ინდოეთს 145 ერთეული ჰაუბიცის შესყიდვა სურს

2012 წლის იარაღის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი უდაოდ ინდოეთია. საბრძოლო თვითმფრინავების და შვეულმფრენების შესყიდვის პარალელულად, ქვეყანა საარტილერიო სისტემებსაც აახლებს. ნოემბერში დელიმ აშშ-ში გაგზავნილ წერილობით თხოვნაში 145 ერთეული 155 მმ-იანი M777-ის ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცების შესყიდვის სურლივი გამოთქვა. როგორც მოსალოდნელია, კონტრაქტს ხელს მხარეები 2013 წლის მარტში მოაწერენ.

7 - იტალია ისრაელს სასწავლო თვითმფრინავებს მიჰყიდის

უახლოეს მომავალში იტალია ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებს M-346-ის ტიპის 30 სასწავლო თვითმფრინავს მიჰყიდის. გარიგების ღირებულება 1 მილიარდი დოლარია. კონტრაქტი ისრაელსა და იტალიას შორის გაფორმებული სამთავრობათშორისო ხელშეკრულების ნაწილია, რომელიც ასევე ძრავების, ტრენაჟორების, სათადარიგო ნაწილების მიწოდებასა და მფრინავების მომზადებას ითვალისწინებს.

8 - საუდის არაბეთმა 77 სამხედრო თვითმფრინავი შეიძინა

მაისში საუდის არაბეთმა 22 რეაქტიული "ჰოუკის" და 55 PC-21-ის ტიპის ტურბოხრახნული სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი შეიძინა. გარიგების ჯამური ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

9 - გერმანია ალჟირს ფრეგატებს მიყიდის

აპრილის თვეში ალჟირსა და გერმანიას შორის MEKO A-200-ის ტიპის ორი ფრეგატის შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. ამავე ტიპის ორ ხომალდზე გათვლილი დამატებითი ხელშეკრულების გათვალისწინებით, ალჟირელებს 2,886 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევთ.

10 - ავსტრალიამ "სპარტანები" შეიძინა

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა 10 ერთეული C-27J "სპარტანის" ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შეძენის შესახებ განაცხადა. წინასწარი ცნობებით კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება 1,4 მილიარდი დოლარია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა