უგო ჩავესმა უფლებამოსილება ვიცე-პრეზიდენტს გადააბარა

უგო ჩავესმა უფლებამოსილება ვიცე-პრეზიდენტს გადააბარა

ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა, რომელიც მკურნალობის კურსს კუბაში გადის, უფლებამოსილება ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს გადააბარა. ამის შესახებ "ფოქსნიუსი" იუწყება.

ჩავესმა უფლებამოსილება მადუროს ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გაუზარდა. მადუროს დაევალა ბიუჯეტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და არასაბიუჯეტო თანხების განკარგვა.

58 წლის უგო ჩავესი ვენესუელას პრეზიდენტად მეოთხე ვადით ოქტომბერში აირჩიეს. ექიმებმა ცოტა ხნის წინ მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

მომზადებულია foxnews.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა