უიტნი ჰიუსტონი მოკლეს - აცხადებს კერძო დეტექტივი

უიტნი ჰიუსტონი მოკლეს - აცხადებს კერძო დეტექტივი

"უიტნი ჰიუსტონი ნარკოდილერებმა მოკლეს და ამის ამსახველი ვიდეომასალაც მაქვს", - აცხადებს ჰოლივუდის კერძო დეტექტივი პოლ ჰუბელი.

პოლ ჰუბელის მიერ ფედერალური დაზვერვის ბიუროსთვის გადაცემულ მტკიცებულებებში ჩანს, რომ 48 წლის მომღერალი დილერებისთვის ვალის გადაუხდელობის გამო მოკლეს.

ჰუბელის თქმით, ჰიუსტონს ნარკოტიკების გამსაღებლების 1,5 მილიონი დოლარი ემართა.

როგორც გამოძიების მსვლელობისას კერძო დეტექტივმა გაარკვია, უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების დღეს მას კოკაინი მიუტანეს. მოგვიანებით კი მომღერალმა დილერების მხრიდან მუქარის შესახებ განაცხადა. დეტექტივი ასევე ამტკიცებს, რომ მომღერლის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები მის ცემაზე მეტყველებს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პიროვნება კი იმ სასტუმროს ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომელშიც ჰიუსტონი ცხოვრობდა.

ჯერჯერობით, კერძო დეტექტივი არ ახმაურებს იმ პიროვნების ვინაობას, ვინც ის გამოძიების ჩატარების მიზნით დაიქირავა.

უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა. ის სასტუმროს ნომრის აბაზანაში იპოვეს. მოგვიანებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მომღერალი გულის უკმარისობითა და კოკაინის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: უიტნი ჰიუსტონის უკანასკნელი სიმღერა გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება