კონსტანტინე მელაძემ ავტოავარიისას ქალი იმსხვერპლა

კონსტანტინე მელაძემ ავტოავარიისას ქალი იმსხვერპლა

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ვალერი მელაძის ძმამ, პროდუსერმა კონსტანტინე მელაძემ ავტოსაგზაო შემთხვევისას 30 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამართალდამცავთა ინფორმაციით, ქალი მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ტრაგედია უკრაინის დედაქალაქში, ერთ-ერთ გაჩერებაზე მოხდა. პროდუსერი საკუთარ ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.

ავარიის დროს მელაძე ფხიზელი იყო. მის წინააღმდეგ სისხლის სამრთლის საქმე "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევის" მუხლით აღიძრა. პროდუსერს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება