ჩინეთში მიიღეს კანონი, რომელიც შვილებს ხანში შესული მშობლების ხშირად მონახულებას ავალდებულებს. თუმცა, ახალ კანონში არ არის მითითებული ვიზიტების ზუსტი რაოდენობა.
"ბი-ბი-სის" ცნობით, ჩინეთში ასეთი კანონის მიღება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაიზარდა მიტოვებული და უარყოფილი მშობლების რიცხვი.
ცოტა ხნის წინ, ადგილობრივი მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვილი დედას ორი წლის განმავლობაში საღორეში ცხოვრებას აიძულებდა.
ახალი კანონმდებლობა მშობლებს უფლებას აძლევს სასამართლოს მიმართონ იმ შემთხვევაში, თუ შვილები რეგულარულად არ მოინახულებენ მათ.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.