ბრედლი კუპერი და ზოი სალდანა დაინიშნენ

ბრედლი კუპერი და ზოი სალდანა დაინიშნენ

ვარსკვლავი ბრედლი კუპერი და ზოი სალდანა დაინიშნენ. როგორც წყვილის ახლო მეგობრები აცხადებენ, მსახიობები ახლო მომავალში დაქორწინებას აპირებენ.

"ბრედლის დედა, გლორია შვილის გადაწყვეტილებით აღფრთოვანებულია. მას სარძლოდ სალდანა ყოველთვის მოსწონდა. ზოი ბავშვის გაჩენასაც აპირებს, თუმცა ეს ფაქტი გლორიას აშინებს - ბებიის სტატუსი მისთვის სიბერესთან ასოცირდება. სალდანა და გლორია გრანდიოზული ცერემონიალის გამართვას გეგმავენ. ზოი მოუთმენლად ელის, როდის მოირგებს საპატარძლო თეთრ კაბას", - წერს ვებსაიტი showbizspy.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრედლი ჯერაც დედიკოს ბიჭია. როდესაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, სწორედ გლორიას კატეგორიული მოთხოვნით შეურიგდა ბრედლი სალდანას. გლორია შვილის რჩეულის მიმართ სიმპათიას ყოველთვის საჯაროდ გამოხატავს; სალდანამდე ეს პატივი მხოლოდ რენე ზელვეგერს ერგო.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება