მერაბ სეფაშვილი ახალ წელს კონცერტების გარეშე დარჩა

მერაბ სეფაშვილი ახალ წელს კონცერტების გარეშე დარჩა

მერაბ სეფაშვილი "ახალი ხმის" მწვრთნელობას არ ნანობს მიუხედავად იმისა, რომ რინგზე საკმაოდ რთული არჩევანის გაკეთებამ მოუწია. მომღერალთან საუბარი პროექტის ირგვლივ დავიწყეთ და თავადაც ვერ მივხვდით, ისე გადავინაცვლეთ ზოგადად შოუბიზნესის მდგომარეობაზე. მერაბი მიიჩნევს, რომ ამ სფეროში ბევრი რამ არასწორად განვითარდა და ბევრი ცუდიც ხდება, ამიტომაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიეჩინოს ადგილი კარგსა და ცუდს, თუმცა არაფრის აკრძალვის მომხრე არ არის.

-  როცა გამაცნეს ეს პროექტი და შემდეგ ანალოგებიც ვნახე, მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნებოდა ჩვენთვის, საქართველოსთვის. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ რაოდენობის ნიჭიერი ადამიანი მოვიდოდა ამ პროექტში. მე რომ მკითხოთ, აქ ცოტა მაკლია ქართული სიმღერა, მაგრამ პროექტის ფორმატი უცხოურის შესრულებას ითვალისწინებს. თუ გახსოვთ, თითქმის ყველა მონაწილეს ვეკითხებოდი, ქართულს თუ მღერით-მეთქი. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს შეეძლოთ ქართული სიმღერის შესრულება. კარგად მღერიან ყველაფერს, ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ უნდა ისწავლონ ქართულის სწორად შესრულება. მაქვს სურვილი, რომ პროექტის მსვლელობისას მონაწილეებმა ქართული სიმღერებიც შეასრულონ და ამას ალბათ შევთავაზებთ კიდეც მაყურებელს. ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა, რომ ახალგაზრდებთან მქონოდა ურთიერთობა, თორემ საერთოდ, კონკურსებს სულ ვერიდები ხოლმე. საყურებლად ალბათ ადვილია, მაგრამ როცა შენ ხარ მწვრთნელი, ურთიერთობ შენი გუნდის წევრებთან, მერე მათთან განშორება გიჭირს. მე ადამიანურად ძალიან გამიჭირდა. ვცდილობთ, გავაგრძელოთ მეგობრობა. ამ კონკურსით არაფერი მთავრდება, რადგან შესაძლოა, რომელიმე მონაწილე სულაც არ გახდეს გამარჯვებული, თუმცა მოგვიანებით ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვოს.

-  ყველაზე მეტად ვისთან განშორება გაგიჭირდათ?

-  ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით, დამერწმუნეთ, ყველა მათგანი ნიჭიერია. რასაკვირველია, ზოგი მეტად ნიჭიერი იყო, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მათ არ დაგისახელებთ. თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას, რომ ეგრძნოთ, ვიღაც უფრო მეტად მომწონდა. თამაშის წესების თვალსაზრისით, მგონი, რაღაც შეცდომები დავუშვი. ბევრი რამ უნდა გათვალო, რადგან შესაძლოა, ის უნდა დამეტოვებინა, ვინც მეტ მესიჯს მიიღებდა. საბოლოოდ, მაინც მიმაჩნია, რომ სერიოზული და ტრაგიკული შეცდომა არ დამიშვია, არც შეგნებულად გამიკეთებია რაიმე. როცა ამ პროექტს დავთანმხდი, ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა.

-  არ გინანიათ რაიმე მომენტში?

-  რა თქმა უნდა. პირველ რი­ნგზე მკვდრები ვიყავით. რთუ­ლია შენს თავზე რაღაც გადაწყვეტილების აღება და ადამიანისთვის გულის დაწყვეტა. ახლა უკვე აღარ ვნანობ. იმდენად ანთებულები არიან ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! და უნდათ, რომ კარგად გააკეთონ, რითაც შემიძლია, ვეხმარები და გვერდით ვუდგავარ. ბევრი მომღერალია, რომელიც პიროვნულად მიყვარს და მომწონს, თუმცა მაინცდამაინც არ ვგიჟდები მათ ნიჭზე. ამას, რასაკვირველია, არ ვაგრძნობინებ, ამ პროექტში კი მართლა ნიჭიერი მომღერლები არიან.

-  მწვრთნელებს შორის როგორი დამოკიდებულებაა?

-  ბუნებრივია, გუნდებს შორის არის კონკურენცია, თუმცა მონაწილეები არც ჩვენი შვილები არიან და არც შვილიშვილები. ყველა მათგანი აქ გასამარჯვებლად არის მოსული და იმის საჩვენებლად, რა შეუძლია, ამიტომ გულ­წრფელად გეუბნებით, სხვა გუნდის წარმომადგენელმა რომ გაიმარჯვოს, არ მეწყინება, პირიქით, გამიხარდება. შეიძლება, ზოგი ამას ავადმყოფურად განიცდის, მე ნამდვილად არა. შეიძლება, ჩემმა გუნდმა გაიმარჯვოს და ამისგან სხვამ ტრაგედია არ უნდა შექმნას.

მწვრთნელებს შორის დამოკიდებულება ნორმალურია. ადრეც სულ გვქონდა ურთიერთობა, თუმცა არა ასეთი მჭიდრო. თითოეული მათგანი ძალიან არის ჩართული ამ პროექტში და გადადებული აქვთ თავი. მე ასე არ ვარ. ერთი ოჯახივით არიან თავიანთი გუნდის წევრებთან, უყვართ ეს საქმე და ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!.

-  შთაბეჭდილება მრჩება, რომ მწვრთნელების "შპილკაობაში" თქვენ არ ერევით. ვერ გიბედავენ?

-  მე არ "ვშპილკაობ" და არც მე "მეშპილკავებიან" (იცინის), მაგრამ რა შუაშია გაბედვა? ჩვენ ახლობლები ვართ, უბრალოდ, ალბათ, ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ ვინმემ რაიმე მითხრას. სიყვარულისა და პატივისცემის მეტს ვერაფერს ვგრძნობ, მეც მინდა, იმავეთი ვუპასუხო მათ. სიტყვით მაინც... არასწორად მიმაჩნია რაიმე დაპირისპირება, მით უმეტეს, მუსიკოსებს შორის. კი ამბობენ, მსახიობები, მუსიკოსები განსაკუთრებული კასტააო, მაგრამ მე კასტის წარმომადგენლად არ მივიჩნევ თავს და არც მაქვს სურვილი, რომ ვიყო. ყველას თავისი ხასიათი აქვს, მე კი ყოველთვის ვცდილობდი, ლავირება გამეკეთებინა, თორემ ხასიათი მეც მაქვს (იღიმება).

-  როდესაც მწვრთნელობა შე­მო­გთავაზეს, არ დაინტერესდით, კი­დევ ვინ იქნებოდა თქვენთან ერთად? ამ პროექტში მწვრთნელები გააკრიტიკეს კიდეც.

-  ამ გადაცემის რეჟისორს ერთპიროვნულად არ გადაუწყვეტია, ესა და ეს უნდა იყოს მწვრთნელიო. უცხოელები ჩამოვიდნენ და კვლევა ჩაატარეს, თავიანთი კრიტერიუმებით შეგვარჩიეს. სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების ხალხი უნდა ყოფილიყო, უცხოურ პროექტებშიც ასეა. რაც ბევრი ადამიანია, მით მეტი აზრია, ყველას თავისი გემოვნება აქვს. არ მინდა იმის თქმა და არც მაქვს უფლება, რომ ასე ვთქვა, ობიექტურობიდან გამომდინარე, რომელიმე მწვრთნელი არ მომწონს-მეთქი. სხვათა შორის, პროფესიონალები ამ სფეროში ძალიან ცოტა გვყავს. ქართულ მუსიკას, ზოგადად, ომბუდსმენი სჭირდება. ამაზე ბევრი მიფიქრია და ახლა პირველად თქვენ გეუბნებით. კარგი მუსიკის დამცველი და ამის მთქმელი არავინ არის, ცუდი კი ბევრი რამ ხდება. ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც გადაწყვეტენ, სად რა გავიდეს, რადიო თუ ტელეეთერში. არც იმის მომხრე ვარ, რომ რაიმე აიკრძალოს, უბრალოდ, ამ ჯგუფს შეუძლია პრიორიტეტების განსაზღვრა. უნდა ითქვას, რა არის კარგი და რა - ცუდი.

-  მერაბ, ერთი-ორჯერ შეგისრულებიათ სახუმაროდ ე.წ. "ფანოღური" სიმღერები. საინტერესოა, რას ფიქრობთ ამ ტიპის მუსიკაზე?

-  მომწონს, როცა მთვრალი ვარ, მართობს (იცინის). არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც მოსწონთ. ვერ გეტყვით, რომ ამ მუსიკაზე ვგიჟდები. საკმაოდ ბევრი ადამიანი უსმენს ამგვარ მუსიკას. ვერავის ვკითხავთ, რატომ მოგწონს ესა და ეს სიმღერაო. პრიორიტეტების განსაზღვრა სწორედ ამიტომ არის საჭირო, აბა, რისთვის სწავლობენ ადამიანები კონსერვატორიაში, საზღვარგარეთ მუსიკალურ სასწავლებლებში? ის, რასაც, ვთქვათ, ნინო ჩხეიძე აკეთებს, ეს მისი ჟანრია, მეც მიმღერია რამდენჯერმე, მაგრამ არ არის ჩემი ჟანრი.

ზოგადად რომ გითხრათ, ქართული მუსიკის 80% არ მომწონს. ზოგადად ეს სფერო არასწორად განვითარდა. ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი ის არის, რომ ქვეყანა ვერა და ვერ დაწყნარდა.

-  წელს საახალწლოდ არანაირი კონცერტი არ კეთდება...

-  დაგვტოვეს მშივრები (იცინის).

-  როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქართული მუსიკა, შოუბიზნესი ახალი ხელისუფლების პირობებში?

-  მაყურებელს უნდა ჰქონდეს საშუალება, გააკეთოს არჩევანი. თვეში ერთხელ მაინც უნდა მქონდეს საშუალება, მივიდე კარგ კონცერტზე და დავიკმაყოფილო სულიერი მოთხოვნილება. ბილეთი თუ 10 და 20 ლარი ღირს, იქიდან არაფერი ფინანსური შემოსავალი არ მოდის, ეს, დამერწმუნეთ, ფაქტობრივად, საქველმოქმედო კონცერტია. რადგან კარგი კონცერტი გაცილებით ძვირი ჯდება. სხვა ბევრი ფაქტორიც არის - ერთ კონცერტზე გამოხვალ, მიშას მომღერალი ხარ, მეორეზე გამოხვალ - ბიძინასი. ასეთი "ქაჯური" დამოკიდებულება არ არის სწორი. რა შუაშია, იქ გამოხვალ თუ აქ. თუ გინდა, სახურავზე იმღერე, მთავარია, კარგად იმღერო. ამას მე ასე ვუყურებ. პოლიტიკური შეხედულებები რა შუაშია? მე ვიცი, რაც მომწონს და ამას არც ვმალავ. ამიტომაც, როცა სიტუაცია დაბალანსდება, მერე იქნება შესაძლებელი ამ სფეროს გამართვა. ამასთანავე, ამის ლოდინში გაჩერებაც არ შეიძლება, რადგან ახალგაზრდა თაობა უნდა განვითარდეს. რა დააშავეს მათ? ჩემმა თაობამ ბევრი ცუდი რამ გაიარა. მე ხომ არ ვახალგაზრდავდები, ვბერდები. 52 წლის გავხდები და მეტი რა უნდა გავაკეთო? სხვა პროფესია არ მაქვს, არც კონტრაბანდულ საქონელს ვყიდი და არც სხვა რამეს, მუსიკიდან უნდა ავიღო ანაზღაურება.

პრობლემა ჩვენშია, საზოგადოებაში. არასწორი მიდგომაა, რომ რაიმე თუ არ გამოგდის, მთავრობას აგინო. ეს ჩემი მოკრძალებული აზრია. უნდა დალაგდეს სიტუაცია. როგორ უნდა გაკეთდეს ეს, ამაზე საუბარი, პოლიტიკას ვგულისხმობ, ჩემგან ცოტა სასაცილო იქნება. ყველა მთავრობას ამაზე საკუთარი წარმოდგენა აქვს ხოლმე.

-  წლების განმავლობაში იყო ლაპარაკი ფავორიტიზმზე კულტურაში. ეს ასე იყო თუ არა და ახლა თუ იქნება?

-  ყოველთვის იყო და ასე იქნება. ეს ბუნებრივიც არის. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. ძალიან ბევრ მთავრობას მოვესწარი. დიდი ბოდიში მკითხველთან, რომ საკუთარ თავზე ვამბობ ამას, მაგრამ ყველა მთავრობის ფავორიტი გახლდით და ამ ფავორიტიზმს ვგრძნობდი შევარდნაძის დროსაც და უფრო წინ, პატიაშვილის დროსაც. ყოველთვის უყვარდათ ჩემი შესრულება და მიწვევდნენ ამა თუ იმ კონცერტზე, ვინმე უცხოელი თუ ჩამოდიოდა, მეძახდნენ. არ ვიცი, ახლა როგორ იქნება, არ არის ტრაგედია, რომ ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდე. რადგან მე არ მოვწონვარ ვიღაცას, ვერ ვიტყვი, რომ ის ცუდი ადამიანია.

რა იქნება ახლა? ვნახოთ. წინა ხელისუფლების დროს ვინც კონცერტებს აწყობდა, მათაც ვეუბნებოდი ხოლმე, რასაც ახლა თქვენ გეტყვით. თითქოსდა იმ კონცერტებში ძირითადად მომღერლების ერთი ჯგუფი მონაწილეობდა, თუმცა ეს იყო ძალიან დიდი ჯგუფი. ჩემი რამდენიმე მეგობარი კი ნაკლებად ჩანდა. ლიზა, მაია და სხვანი... ვეუბნებოდი ხოლმე ორგანიზატორებს, რომ მათთვისაც დაეძახათ. ყოფილა კონცერტები, გამოსულან ისინიც, მაგრამ ხშირად - არა, რაზეც გული მწყდებოდა. მეორე მხრივ, ალბათ, ჟანრის პრობლემაც იყო, რადგან ქუჩის აქციებზე, დიდ კონცერტებზე, სამწუხაროდ, აკადემიური სიმღერა შეიძლება, არ მოესმინა ხალხს. თუკი ახლაც იქნება ფავორიტიზმი, სხვა ჯგუფი დაიწყებს წუწუნს და ასე გაგრძელდება (იღიმება). მე ჩემს აზრს ყოველთვის ვუზიარებდი ორგანიზატორებს. ასეთ რაღაცებზე არც უნდა ყოფილიყო საუბარი, რადგან მგონი, ცოტა სამარცხვინოც არის...

-  თავად თუ გყავთ ფავორიტი პროექტში?

-  არის რამდენიმე, რომელთანაც სიამოვნებით გავაკეთებდი დუეტს და გავაკეთებ კიდეც, მაგრამ ახლა ვერ დავასახელებ. კონკურსანტების კარიერას გაგრძელება უნდა ჰქონდეს. ეს ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! არ უნდა დავკარგოთ. ამ პროექტში არის პროფესიონალთა გუნდი, რუსა მორჩილაძე, რუსა ბახტაძე, დათო მაზანაშვილი და უამრავი სხვა, რომლებიც შეიძლება, ისე აქტიურად არ ჩანან, მაგრამ ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ კონკურსანტები კვირიდან კვირამდე ასე გაიზარდონ. ჩვენც, რა თქმა უნდა, ბევრს ვმუშაობთ. თითოეული ჩვენგანი მზად ვართ, ბავშვებს დავუდგეთ გვერდში და მერე, როცა დავბერდებით, ისინი დაგვეხმარებიან (იცინის).

-  2013 წლის გეგმები როგორია?

-  ახალი წლის შემდეგ "რუსთავი 2"-ზე ჩემი ვარსკვლავის გახსნის კონცერტი გავა, რომლის მონტაჟიც დასრულებულია. მაქვს რამდენიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საზღვარგარეთიდან. რაც შეეხება ახალი წლის გეგმებს, არც ერთი კონცერტი არ მაქვს. სურვილი მქონდა, რომ 31 დეკემბერი კონცერტებით დატვირთული ყოფილიყო. მგონი, სერიოზული ღონისძიება არსად არ ტარდება. წარმოგიდგენიათ? მქონია ახალ წელს 15-მდე კონცერტიც კი, დილამდე დავდიოდი აქეთ-იქით. არადა, ახალ წელს გამომუშავებული თანხა, ბოდიში, ამას რომ ვყვები, მაგრამ რაღაც პერიოდი გყოფნიდა, რომ შვილებისთვის საჭმელი მიგეტანა. გარკვეულ სფეროებში არის ცვლილებები და იმედია, ეს ჩვენს სფეროსაც შეეხება. მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება...

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება