აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ნიუ-იორკის თრომბის დიაგნოზით პრესვიტერულ კლინიკაში გადაიყვანეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ფილიპ რაინსის განცხადებით, კლინტონს თრომბი ტვინის შერყევამ გაუჩინა. კლინტონი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
დეკემბრის დასაწყისში კლინტონმა ვისრუსული ნაწლავის ინფექცია გადაიტანა. ავადმყოფობის გამოწვეული გაუწყლოების გამო, მან 15 დეკემბერს გონება დაკარგა, წაიქცა და ტვინის შერყევა მიიღო.
65 წლის კლინტონს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა 2009 წლიდან უკავია. 2012 წლის ოქტომბერში მან განაცხადა, რომ ობამას მეორე ვადით არჩევის შემდეგ პოსტის დატოვებას აპირებს. სავარაუდოდ, მისი წასვლის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მასაჩუსეტსის სენატორი, ჯონ კერი უხელმძღვანელებს.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.