მსგავსი რეიტინგი ყოველ წელს დგება და არც ამჟამად დაირღვა ტრადიცია. რეიტინგებში კი ცნობილი მსახიობების, სპორტსმენებისა და პოლიტიკოსების შვილები ლიდერობენ.
სიას ცნობილი ბიზნესმენისა და "ფორმულა 1"-ის შეფის ბერნი ეკლსტოუნის ქალიშვილები ხსნიან - პეტრა და ტამარა. 2012 წელს მდიდარმა მამიკომ (რომლის ქონება 4,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული) 23 წლის პეტრას ლოს-ანჯელესში 85 მლნ დოლარის ღირებულების ბინა აჩუქა, გარდა ამისა, ორივე გოგონას თავისუფლად შეუძლია გამოიყენოს მამის ფული ნებისმიერ დროს და ნებისმიერ რამეში. გოგონებსაც "არ ერიდებათ" და თამამად ხარჯავენ მამის მილიონებს.
მეორე ადგილზეა ტომ კრუზისა და კეტი ჰოლმსის ქალიშვილი სური. სური რა ხანია აოგნებს საზოგადოებას თავისი ძვირად ღირებული და მოდური სამოსით. ის ყველაზე მდიდრულად შემოსილი ბავშვია, მისი სამოსი სპეციალისტებმა 3 მლნ დოლარად შეაფასეს. მათ შორის არის "დოლჩე და გაბანას" წითელი პალტო, რომელიც 2 ათასი დოლარი ღირს. სხვათა შორის, საშობაოდ კეტი ჰოლმსმა სური მაღაზიებში წაიყვანა და მხოლოდ მის საახალწლო საჩუქრებზე 48 ათასი დოლარი დახარჯა. ყველაზე დიდი თანხა გადაიხადა პატარა სათამაშო სახლში, რომელსაც თავისი ცხელი წყალი და ელექტრობა აქვს და 24 ათასი დოლარი ღირს.
სელმა ჰაიეკისა და ბიზნესმენ ფრანსუა ანრი პინოს ქალიშვილი მესამე პოზიციაზეა. ხუთი წლის გოგონა იტალიაში პრესტიჟულ არტგამოფენებს ესწრება, ევროპის ყველაზე ელიტურ კურორტებზე ისვენებს და დედასთან ერთად დადის ჰოლივუდურ პრემიერაზე. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას დაუნის სინდრომი აქვს, ის თავისუფლად ლაპარაკობს სამ ენაზე.
შემდეგი სიაში რეპერ პი დიდის ვაჟია. ცნობილმა მამიკომ 18 წლის ჯასტინს დაბადების დღეზე ვერცხლისფერი მანქანა "მაიბაჰი" აჩუქა, რომლის ღირებულებაც 360 ათასი დოლარია.
ბოლო პოზიციაზეა ბიონსესა და ჯეი-ზის განებივრებული ქალიშვილი. პაწაწინა ბლუ-აივი უკვე აღიარეს ჟურნალისტებმა ყველაზე უზრუნველყოფილ ბავშვად. 11 თვის გოგონა უკეთ იცვამს, ვიდრე ამერიკელების უმრავლესობა. მისი საწოლი 3500 დოლარი ღირს, აბაზანას კი ბრილიანტებით მოოჭვილი 5200-დოლარიანი საცურაო კოსტიუმით იღებს. როცა მის მშობლებს თავისუფალი დრო აქვთ, დედ-მამასთან ერთად 39 მლნ დოლარად ღირებული კერძო თვითმფრინავით დასეირნობს ან 40 მლნ დოლარის ღირებულების იახტით დაქრის.




(გამოდის ორშაბათობით)