ევგენი პაპუნაიშვილმა რუსულ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაიმარჯვა

ევგენი პაპუნაიშვილმა რუსულ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაიმარჯვა

სანამ პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" ქართულ ტელესივრცეში შემოაბიჯებდა, მანამდე რუსული ტელევიზია ჰქონდა დაპყრობილი და აგერ უკვე, მეშვიდე სეზონი დასრულდა. რუსულ პროექტში რამდენჯერმე გაიბრწყინეს ქართველებმა - დიანა ღურწკაიამ, სოფიკო შევარდნაძემ, ირაკლი ფირცხალავამ... ცნობილი მოცეკვავე ევგენი პაპუნაიშვილი თითქმის ყველა სეზონში ცეკვავდა ვარსკვლავებთან ერთად და წელს სასურველ შედეგსაც მიაღწია - მომღერალ გლუკოზასთან ერთად პროექტის გამარჯვებული გახდა.

მთელი პროექტის განმავლობაში ეს წყვილი გამორჩეულად საინტერესო და სექსუალური იყო. თვით ევგენი პაპუნაიშვილი რუსი ქალების თვალთახედვით ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცია რუსეთში. მის გვერდით ორიოდე სეზონის წინ ქსენია სობჩაკი იდგა და მაშინ იმასაც ამბობდნენ, რომ ქსენიასა და ევგენის შორის რომანტიკული ურთიერთობებიც გაჩაღდა, თუმცა პროექტის დასრულების შემდეგ ჭორები ჭორებად დარჩა. მანამდე მისი და ნატაშა კოროლიოვას რომანზეც არაერთი ვერსია გამოთქმულა.

2012 წლის სეზონზე ევგენი რომ მშვენიერ გლუკოზასთან ერთად გამოჩნდა, ახალი ჭორებიც ისევ აგორდა. არაერთხელ წერდნენ პრესაში, რომ გლუკოზამ ევგენის გამო ქმარს უღალატა. სავარაუდოდ, ეს ან ბოროტი ხმები იყო, ან პროექტის რეკლამირებისთვის საჭირო პიარი, რადგან მომღერალი კვლავ თავის ქმართან ერთად ცხოვრობს და არც ევგენი დაფიქრებულა ცოლის მოყვანაზე.

რაც შეეხება ევ­გენი პაპუნაიშვილს, მის შესახებ "რეიტინგს" არაერთხელ დაუწერია. იგი მო­სკოვში დაიბადა 1981 წლის 11 დეკემბერს, ინჟინრების ოჯახში. მამამისი, რობერტ პაპუნაიშვილი, დიდი ხანია რუსეთში ცხ­ოვრობს. ევგენის გა­რდა კიდევ ორი ვაჟი ჰყავს და როგორც მოგვიანებით ევგენი ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში, საკმაოდ მტკივნეულად შეხვდა შვილის პროფესიულ არჩევანს, თუმცა შემდეგ შეეგუა. მით უმეტეს, რომ მისი ვაჟი რუსეთში ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავედ და ქორეოგრაფად იქცა.

სხვათა შორის, ევგენიც თავდაპირველად მშობლების კვალს გაჰყვა - ავტოსაგზაო ინსტიტუტი დაამთავრა. 2002 წლიდან კი ცეკვის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა მოსკოვში, "გალა დენსში" (ახლა ამ კლუბის დირექტორია). რამდენჯერმე გახდა ჩემპიონი ლათინურ-ამერიკულ ცეკვებში, საერთაშორისო კლასის მოცეკვავეა. არის ასევე საცეკვაო ქსელ D-Fusion by gallaDance-ის თანამფლობელი.

იხილეთ ვიდეო

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება