სოფია ვერგარა და მისი საქმრო კლუბიდან გაყარეს

სოფია ვერგარა და მისი საქმრო კლუბიდან გაყარეს

კოლუმბიელი მსახიობი სოფია ვერგარა საქმროსთან, ბიზნესმენ ნიკ ლოებთან ერთად მაიამის კლუბიდან გააგდეს.

სოფიას ჩხუბისთავი საქმრო საცოლის თაყვანისმცემელს, რომელმაც ვერგარასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო, ფიზიკურად გაუსწორდა და საახალწლო წვეულება ბრძოლის რინგად აქცია. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კლუბის ვიპ-ზონიდან რამდენიმე წუთი ყვირილი, გინება და შეხლა-შემოხლის ხმა ისმოდა. მოგვიანებით კი კლუბის დაცვის წევრებმა ვარსკვლავი და მისი საქმრო წვეულებიდან გაყარეს.

წყვილმა კლუბი უკომენტაროდ დატოვა.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება