სანდრა ბალოკის შვილი პირად მცველს მამას ეძახის

სანდრა ბალოკის შვილი პირად მცველს მამას ეძახის

მარტოხელა დედის, მსახიობ სანდრა ბალოკის შვილი, 2 წლის ლუისი დედის პირად მცველს დაუახლოვდა და მამას ეძახის. პირადი მცველი პატარას ძალიან ანებივრებს - მიჰყავს საბავშვო ბაღში, ასეირნებს და ძილის წინ ზღაპრებსაც უკითხავს.

სანდრას პირადი მცველისა და ნაშვილები ვაჟის ახლო ურთიერთობა აშინებს. ვარსკვლავი ყოველთვის დიდი სიფრთხილით არჩევს მცველს და მათ ოჯახის წევრის სტატუსს ანიჭებს. ბალოკის პირადი ცხოვრება ყოველთვის არასტაბილურია, ხშირად ან პარტნიორის გარეშე ცხოვრობს, ან მისი რომანი მცირე დროში კრახით სრულდება, შესაბამისად ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება ეშინია.

შეგახსენებთ, სანდრა ოფიციალურად დაქორწინებული მხოლოდ ერთხელ იყო. ტელეწამყვან ჯესი ჯეიმსთან მისი 5 წლიანი ქორწინება სკანდალით დასრულდა. ყველასთვის მოულოდნელად, პრესაში დაიბეჭდა რამდენიმე ქალბატონის ინტერვიუ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჯეიმსი სანდრას მათთან ღალატობდა. ბალოკმა რამდენიმე დღეში სასამართლოში განქორწინებაზე საბუთები შეიტანა. ვარსკვლავმა 2010 წელს ბავშვი იშვილა.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება