სკარლეტ იოჰანსონს ქორწინების ინსტიტუტმა იმედები გაუცრუა

სკარლეტ იოჰანსონს ქორწინების ინსტიტუტმა იმედები გაუცრუა

ჰოლივუდის ვარსკვლავს, სკარლეტ იოჰანსონს, ქორწინების ინსტიტუტმა იმედები გაუცრუა. მსახიობმა გადაწყვიტა აღარასდროს გათხოვდეს.

სკარლეტის თქმით, მიუხედავად იმისა, შეუყვარდება თუ არა ვინმე, ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებას და სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციას არ აპირებს.

ვარსკვლავის აზრით, იმან, რაც ახალგაზრდობაში ასეთი მნიშვნელოვანი იყო - დიდი ქორწილი, თეთრი კაბა და სმოკინგში გამოწყობილი საქმრო, უკვე დიდი ხანია აზრი დაკარგა.

პირველი ქორწინების დასრულება ვარსკვლავს დაღად დააჩნდა. სკარლეტს ჯერ კიდევ აქვს გრძნობები ყოფილი მეუღლის, რაიან რეინოლდსისადმი, რომელმაც ცოტა ხნის წინ უკვე იპოვა ნამდვილი სიყვარული და ცოლად მსახიობი ბლეიკ ლაივლი მოიყვანა.

"ჩემთვის ქორწინებას არ აქვს მნიშვნელობა. ვიყავი ახალგაზრდა, გავთხოვდი და ეს ძალიან რომანტიკული იყო. მომწონდა ჩემი თავი გათხოვილი ქალის ამპლუაში. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ჩემთვის კარგი ურთიერთობის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა გათხოვდე", - განუცხადა ვარსკვლავმა ჟურნალ Elle-ს.

მომზადებულია Elle-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება