2012 წლის ყველაზე გამორჩეული ქორწილები

2012 წლის ყველაზე გამორჩეული ქორწილები

გასულ წელს რამდენიმე ცნობილმა წყვილმა გადაწყვიტა ოჯახის შექმნა, ზოგიერთებმა იმავე წელს გაყრაც მოასწრეს რამდენიმე თვეში. ამჯერად რამდენიმე წყვილი გავიხსენოთ, რომლების ქორწინებაც ან ხანგრძლივი სიყვარულის დაგვირგვინება იყო, ან ყველაზე შთამბეჭდავი ცერემონიით გამოირჩეოდა ან კიდევ - ყველაზე გასაიდუმლოებული გახლდათ.

ენ ჰეტეუეი და ადამ შულმანი

მსახიობმა და დიზაინერმა ადამ შულმანმა 29 სექტემბერს იქორწინეს, საიდუმლო ვითარებაში. ჰოლივუდის მთავარ კონკიას ვალენტინოს 50-ათასდოლარიანი კაბა ეცვა. წვეულებას მხოლოდ ახლო ნათესავები და მეგობრები ესწრებოდნენ, დაახლოებით 180 ადამიანი.

სხვათა შორის, სანამ შულმანს შეხვდებოდა, ენს ოთხი წელი ჰქონდა რომანი იტალიელ ბიზნესმენ რაფაელო ფოლიერისთან, რომელმაც მსახიობი მოატყუა - მისი სახელით ისარგებლა და 50 მლნ დოლარი მიითვისა, რომელიც საქველმოქმედო ფონდებისთვის იყო განკუთვნილი. საბოლოოდ რაფაელო ციხეში მოხვდა, ენი კი - ადამ შულმანის მკლავებში.

ჯესიკა ბილი და ჯასტინ ტიმბერლეიკი

წყვილი 2007 წლიდან არის ერთად, თუმცა მხოლოდ 2012 წლის 19 ოქტომბერს მოახერხეს დაქორწინება. მანამდე ჰქონდათ შერიგებისა და განშორების რამდენიმე ეპიზოდი, თუმცა ბოლოს მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ.

ქორწინება ჰოლივუდისგან შორს დაგეგმეს, იტალიაში მიიწვიეს 150 სტუმარი - ნეაპოლში კერძო თვითმფრინავებით ჩაიყვანეს, მერე კი აპულიის რეგიონში, სადაც იყო დაგეგმილი დიდი წვეულება ხუთვარსკვლავიან სასტუმროში.

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი

რაიანმა და ბლეიკმა 2012 წლის სექტემბერში გაცვალეს ბეჭდები - რომანის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ. ცერემონია ამერიკის პატარა ქალაქ ჩარლსტონში შედგა, პლანტაციაზე.

წყვილმა ყველასგან დამალა ცერემონიის დეტალები, ამიტომ ფოტოები მათი ქორწინებიდან პრესამ ვერ მოიპოვა.

ქორწილამდე ერთი დღით ადრე მსახიობმა ბლეიკ ლაივლიმ "ტვიტერში" დაწერა: "ოცნება შენი ხელით უნდა შექმნა. მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება ახდა". მოგვიანებით კი იქვე მიაწერა: "თუნდაც ამქვეყნად ყველაზე ლამაზი გოგონა არ იყო, ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ უშნო ხარ და არ ხარ ბედნიერების ღირსი".

ნატალი პორტმანი და ბენჟამინ მილპიე

ერთად უკვე სამი წელია არიან, მაგრამ მხოლოდ გასული წლის აგვისტოში იქორწინეს. თანაც, მანამდე 31 წლის ნატალიმ 35 წლის ქორეოგრაფ ბენჟამინ მილპიესგან შვილის გაჩენაც მოასწრო.

საიდუმლო ცერემონია წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კერძო მამულში გაიმართა და მხოლოდ პაპარაცული ფოტოები გახდა საჯარო. ნატალიმ და ბენჟამინმაც დამალეს ქორწილის დეტალები და პრესა წვეულებაზე არ დაუშვეს.

დრიუ ბერიმორი და უილ კოპელმანი

წყვილი 2011 წლიდან არის ერთად, ქორწილი კი 2012 წლის 2 ივნისს შედგა. დრიუ ბერიმორი საპნის ოპერების საუკეთესო ტრადიციებით გათხოვდა - ორსული.

წარსულში ორი განქორწინება, ორი ჩაშლილი ნიშნობა და ათეულობით რომანი დატოვა. წინ კი, იმედია, ბედნიერი ცხოვრება ელის ანტიკვარ უილ კოპელმანთან.

ცერემონია კალიფორნიაში პატარა მამულში გაიმართა და ცოტა ხალხი ესწრებოდა, მხოლოდ ახლო მეგობრები. დრიუს "შანელის" კაბა ეცვა - მისი ქმარი ხომ ამ მოდის სახლის ყოფილი გენერალური დირექტორის ვაჟია. დრიუმ და უილმა ყველაფერი გააკეთეს, რომ პაპარაცების კამერებს დამალვოდნენ და გამოუვიდათ კიდეც.

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

ეს არაორდინარული წყვილი 2003 წლიდან ერთად არის ერთად. 2012 წლის 19 მაისს იქორწინეს. მილიარდერმა ცუკერბერგმა შეასრულა სიტყვა, რომელიც ცხრა წლის წინ მისცა საყვარელ ქალს - ჯერ კიდევ სტუდენტობისდროინდელ სიყვარულ პრისცილა ჩანს. მართალია, მასმედიას არ მოეწონა პატარძალი, რომელიც "მაკიაჟს არ იკეთებს და ხანდახან ფეხების გაპარსვაც ავიწყდება", მაგრამ მთავარია, რომ ქალი ცუკერბერგს უყვარს.

ცერემონია ცუკერბერგის სახლში შედგა, პალო-ალტოში, საიდუმლო ვითარებაში.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება