პაპარაცი ჯასტინ ბიბერის დევნას ემსხვერპლა

პაპარაცი ჯასტინ ბიბერის დევნას ემსხვერპლა

ახალგაზრდა მომღერალი ჯასტინ ბიბერი, რომელიც ახლახან საკუთარი სიცოცხლის ხელყოფას სასწაულებრივად გადაურჩა, უნებლიედ ფოტოკორესპონდენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

გაუფრთხილებელი პაპარაცი, რომელმაც ლოს-ანჯელესში პოპ-ვარსკვლავის Ferrari-ის გადაღება გადაწყვიტა, გზაზე ავტომანქანამ გაიტანა.

ბიბერის კუთვნილი სპორტული მანქანა პოლიციამ შემოწმებისთვის გააჩერა, ჟურნალისტმა კი ამ მომენტის აღბეჭდვა გადაწყვიტა. კარგი ხედის ამოსარჩევად იგი ძალიან ახლოს მივიდა მანქანასთან, რის შემდეგაც პოლიციელმა ადგილის დატოვება მოსთხოვა. მაშინ დაჟინებული პაპარაცი გზაზე გავიდა, სადაც ავტომობილმა გაიტანა.

ავტომობილის მძღოლი ნასვამი არ ყოფილა, ბრალდებას არაგანზრახ მკვლელობაში მას არ წაუყენებენ.

ბედის ირონიით, თავად ჯასტინ ბიბერი ავტომობილში, რომელზეც კამერიანი ადამიანი ნადირობდა, არ იმყოფებოდა.

მომზადებულია TMZ-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება