კინემატოგრაფია ახალ სიჩქარეზე გადადის

კინემატოგრაფია ახალ სიჩქარეზე გადადის

ჯერ კიდევ 2012 წლის აპრილში, რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა განაცხადა, რომ კინოში დიდი რევოლუცია მოხდება. CinemaCon-ის კინოთეატრების წარმომადგენელთა ყრილობაზე, რეჟისორმა კინემატოგრაფიის მომავალს მთელი პრეზენტაცია მიუძღვნა. თუ ადრე წამში 24 კადრს ვხედავდით, ახლა სიჩქარე წამში 48 ან 60 კადრამდე გაიზრდება.

"ტიტანიკისა" და "ავატარის" ავტორმა იცის, რაზეც საუბრობს. სწორედ ის იყო პირველი, ვინც 2005 წელს ციფრული 3D ერის დადგომა გამოაცხადა, 2009 წელს კი ეკრანებზე უკვე "ავატარი" გამოვიდა სამ განზომილებაში.

წამში 24 კადრიანი სისწრაფე, 1920-იანი წლების ბოლოს დამკვიდრდა, როდესაც კინემატოგრაფში გაჩნდა ხმა. მას შემდეგ ეს სიჩქარე არ შეცვლილა. ამ სიჩქარეზე სურათს ადამიანის ტვინი "კინემატოგრაფულად" აღიქვამს. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ჩვენგანი 3D-იანი ფილმების ყურებისას დისკომფორტს განიცდის. წამში 48 ან 60 კადრიანი გამოსახულება, ფილმს უფრო რეალისტურს ხდის.

პიტერ ჯექსონმა მისი ახალი სურათი "ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა", 48 კადრიან სისწრაფეზე გადაიღო.

"თავდაპირველად გამოსახულება ცოტა უცნაურად გეჩვენებათ, რადგან აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს სრულიად ახალი გამოცდილებაა, მაგრამ მას მალევე ეჩვევი", - განაცხადა ჯექსონმა.

"უყურო 3D-ს იგივეა, რაც იყურო ფანჯარაში. ახალი ტექნოლოგია კი იგივეა, რაც ამოიღო ჩარჩოდან მინა და უყურო პირდაპირ რეალობას", - აცხადებს კამერონი.

"ავატარის" მეორე ნაწილის გადაღება 2013 წლის ბოლოს, 60 კადრიან სიჩქარეზე იგეგმება.

ახალი ტექნოლოგია შედარებით გააძვირებს კინოს გადაღებას, ვინაიდან პოსტპროდაქშენი, ანუ ყოველი კადრის ცალკე დამუშავება უფრო მეტ თანხებს მოითხოვს. თუმცა ფასი მხოლოდ 10%-ით გაიზრდება. ახალი ტექნოლოგიები კინოთეატრებისგან აპარატურის განახლებასაც მოითხოვს.

მომზადებულია Focus-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება