აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ნიუ-იორკის ჰოსპიტალი დატოვა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
65 წლის ამერიკელი მაღალჩინოსანი კლინიკაში 30 დეკემბერს მოათავსეს ტვინის ტრომბის დიაგნოზით.
კლინიკის ექიმთა განცხადებით, ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას რამდენიმე დღეში შეეძლება აქტიური საქმიანობის გაგრძელება.
ამერიკული პრესის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა კლინიკა მეუღლის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის თანხლებით დატოვა.
მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.