დამასკოს აღმოსავლეთით, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება.
ადგილობრივების განცხადებით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ათობით ადამიანი საწვავის რიგში იდგა. შემთხვევა დამასკოში, გოუტას რაიონში მოხდა. ოპოზიციის მტკიცებით, რაიონი სირიის სამთავრობო თვითმფრინავებმა დაბომბეს.
სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი წლის პირველ დღეს სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 35 მშვიდობიანი მოქალაქე, 38 მეამბოხე და 21 სამხედრო ემსხვერპლა.
გაერო-ს ბოლო მონაცემებით, 2011 წლიდან დღემდე, სირიაში მიმდინარე კონფლიქტს 60 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.
მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.