ვლადიმერ პუტინმა ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა

ვლადიმერ პუტინმა ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა

ვლადიმერ პუტინმა ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. კრემლის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი მსახიობისთვის მოქალაქეობის მინიჭების განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა.

დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ჟერარ დეპარდიემ, რომელიც ნიკოლა სარკოზის მომხრე იყო, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდის გამარჯვებისა და მის მიერ საგადასახადო რეფორმის გატარების გამო ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

დეპარდიე ფრანგულ პასპორტზე უარის თქმას და ბელგიის მოქალაქეობის მიღებას აპირებდა. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპარდიეს რუსული პასპორტის მიღება სურდა. თუმცა, რუსული სააგენტოების ცნობით, მიგრაციის ფედერალურ სამსახურში ფრანგი მსახიობისგან თავშესაფრის ან მოქალაქეობის მინიჭების თხოვნა არ შესულა.

მომზადებულია kremlin.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა