ელვის პრესლის ყოფილ ცოლს 27 წლით პატარა საყვარელი ჰყავს

ელვის პრესლის ყოფილ ცოლს 27 წლით პატარა საყვარელი ჰყავს

ამერიკელი მომღერლისა და როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის ყოფილი მეუღლე, მსახიობი და ბიზნესლედი, 67 წლის პრისცილა პრესლი ასაკს არ ნებდება. პრისცილას 27 წლით უმცროსი საყვარელი ჰყავს. მისი რჩეული ტელეწამყვანი ტობი ანსტისია.

პრისცილას ტობი შვილად ეკუთვნის, თუმცა როგორც პაპარაცების გადაღებული კადრები ცხადყოფს, წყვილს ჰარმონიულ ურთიერთობაში ასაკი პრობლემას არ უქმნის. პაპარაცებმა წყვილი ლონდონში რესტორან "San Lorenzo"-ში შენიშნეს.

მართალია ელვის პრესლის ცოლობაზე უამრავი გოგონა ოცნებობდა, თუმცა მხოლოდ პრისცილას გაუმართლა - პრისცილა ელვისის პირველი და ერთადერთი მეუღლე იყო. ელვისი და პრისცილა 1967 წელს დაქორწინდნენ და 1973 წელს დაშორდნენ. მათ ერთადერთი ქალიშვილი, მომღერალი ლიზა მარია პრესლი ჰყავთ.

მომზადებულია onenewspage.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება