უკრაინაში შესაძლოა, რუსული ენის სტატუსი გადაიხედოს

უკრაინაში შესაძლოა, რუსული ენის სტატუსი გადაიხედოს

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ვლადიმერ რიბაკი რუსული ენის სტატუსის სერიოზული შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობს, - ამის შესახებ სააგენტო "იტარ-ტასი" უმაღლესი რადას პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

"კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთი სახელმწიფო ენა უკრაინულია. მოდით, შევასრულოთ კონსტიტუცია. რუსული ნაციონალური უმცირესობების ენა არ არის, თუმცა რუსულად მოსახლეობის ნახევარზე მეტი საუბრობს. აუცილებელია, ეს პრობლემა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, სპეციალისტებმა და მეცნიერებმა განიხილონ. უთანხმოების შემთხვევაში კი, ეს საკითხი რეფერენდუმზე უნდა გავიდეს. რუსულ ენასთან დაკავშირებით მოსახლეობის მოსაზრებაც უნდა მოვისმინოთ, ცვლილებას კონსტიტუციაში კი უმაღლესი რადა შეიტანს", - აღნიშნა სპიკერმა.

2012 წლის 10 აგვისტოს უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი "სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის შესახებ", რომლის თანახმად, რუსული ენა მიიღებს რეგიონალურის სტატუსს იქ, სადაც იგი მშობლიურია სულ მცირე, მოსახლეობის 10%-ისთვის ქვეყნის 27-დან 13 ოლქში. კანონს უკრაინაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სხვადასხვა გამოკითხვებით, რუსული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას მოქალაქეების 40% ემხრობა, 51% კი - წინააღმდეგია.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა