კეტი ჰოლმსი ჯეიკ ჯილენჰალს ხვდება

კეტი ჰოლმსი ჯეიკ ჯილენჰალს ხვდება

კეტი ჰოლმსს ახალი რომანი აქვს. ვარსკვლავი ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს, ჯეიკ ჯილენჰალს ხვდება. 34 წლის კეტი და 32 წლის ჯეიკი რამდენჯერმე შენიშნეს რომანტიკული ვახშმობის დროს.

ტომ კრუზის ყოფილი მეუღლე ჯეიკის აპარტამენტების ხშირი სტუმარია. ჯეიკი, რომელიც ჰოლივუდში ნამდვილ ალფონსად ითვლება, ბროდვეიზე კეტის მონაწილეობით დადგმულ სპეკტაკლსაც დაესწრო.

დღემდე ჯილენჰალი ტეილორ სვიფტს, რიზ უზერსპუნს და კრისტენ დანსტს ხვდებოდა.

კეტი ჰოლმსი კი მეუღლესთან, ტომ კრუზთან დაშორების შემდეგ დროს არ კარგავს და მეორე ნახევრის ”პოსტზე” ნამდვილ კასტინგს ატარებს. გასული წლის ივნისში, ოფიციალურად განქორწინების შემდეგ, ჯეიკი უკვე მეოთხეა, ვისთან რომანსაც კეტი ჰოლმსს მიაწერენ.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება