კიმ კარდაშიანი კამერების წინ იმშობიარებს

კიმ კარდაშიანი კამერების წინ იმშობიარებს

სომხური წარმოშობის ამერიკელი ტელევარსკვლავი, კიმ კარდაშიანი, საკუთარი მშობიარობით დიდი ფულადი მოგების მიღებას აპირებს. რეალითი შოუს ვარსკვლავი, რომელიც ბავშვს ცნობილი რეპერისგან, კენი ვესტისგან ელოდება, უკვე ესაუბრა სატელევიზიო შოუების პროდუსერებს. კიმს სურს, მისი ორსულობის ყოველი დეტალი ცალკე შოუდ აქციოს. გარდა ამისა, ვარსკვლავი კამერების წინ პირდაპირ ეთერში იმშობიარებს. ამ ღონისძიების შედეგად კიმ კარდაშიანი 16 მლნ დოლარის მოგების მიღებას გეგმავს.

კიმი პირველი არაა, ვინც კამერების წინ მშობიარობას მოაწერა ხელი. პირველად ეს მისმა დამ, კორტნიმ გააკეთა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ მეორე შვილი, პენელოპა შეეძინა.

წყაროს ინფორმაციით, კიმ კარდაშიანმა და კენი ვეტსმა ბავშვზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კენის მეგობრებს, ბიონსესა და ჯეიზის ესტუმრნენ. მათ 11 თვის გოგონა, ბლუ აივი კარტერი ჰყავთ. წყვილს ბიონსეს ოჯახური იდილია ისე მოეწონა, თავადაც გადაწყვიტეს, ბავშვი იყოლიონ. 

მას შემდეგ, რაც ახალი ამბავი მედიით გავრცელდა, ცნობილი ვიდეო, სადაც კიმის და მისი ყოფილი საყვარლის, რეიო ჯის სექსის ამსახველი სცენებია აღბეჭდილი, ისევ აქტუალური გახდა. ვიდეოს გაყიდვებმა ერთ-ორად იმატა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება