რობერტ დე ნირო: "იარაღის შეძენაზე მკაცრი შეზღუდვა უნდა დაწესდეს"

რობერტ დე ნირო: "იარაღის შეძენაზე მკაცრი შეზღუდვა უნდა დაწესდეს"

ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის შეძენაზე მკაცრი შეზღუდვა უნდა დაწესდეს და ქვეყანაში გახშირებული კრიმინალური შემთხვევები შემცირდება.

"მეტი კონტროლია საჭირო. ქვეყანაში მდგომარეობა ხელიდანაა წასული. წარმოუდგენელია, თუ როგორ ადვილად შეგიძლია შეიძინო ცეცხლსასროლი იარაღი და სახლში შეინახო", - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

ვარსკვლავი ამბობს, ფილმებში ზედმეტად ბევრი იარაღი, სისხლი და ძალადობაა.

"ფილმები სიზმარს ჰგავს, თუმცა ყურადღებით უნდა იყო. ფილმი ფართო აუდიტორიისთვის შექმნილი კოლექტიური სიზმარია. ხალხმა იცის, რომ ის ნამდვილი არაა, მაგრამ საუბედუროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სცენარს ისე აღიქვამენ, როგორც რეალურ ცხოვრებას", - განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება