ფილმები, რომლებშიც ყველაზე მეტი შეცდომა აღმოაჩინეს

ფილმები, რომლებშიც ყველაზე მეტი შეცდომა აღმოაჩინეს

პოპულარულმა ვერ-გვერდმა moviemistakes.com-მა იმ ფილმების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებშიც გადაღების დროს დაშვებული შეცდომები აღმოაჩინეს.

ფანტასტიკური ჟანრის ფილმის, "ადამიანი შავებში" მესამე ნაწილი ფილმში დაშვებული შეცდომების მხრივ 2012 წლის ლიდერი გახდა. მასში, საერთო ჯამში, 63 შეცდომა აღმოაჩინეს. ფილმში დაშვებული ყველაზე თვალშისაცემი შეცდომა "ადამიანი შავების" პირველ ნაწილს უკავშირდება. მასში აგენტ ჯეის დაბადების თარიღად 1975 წელი სახელდება. ფილმის მესამე ნაწილში კი მოქმედება 1969 წელს ხდება, სადაც ჩნდება ჯეი-ბავშვი, რომელიც 7 წლისაა.

რეიტინგში მეორე ადგილი ერგო წლის ბოლოს გამოსულ ბონდიანას მორიგ სერიას "სკაიფოლი" - 35 შეცდომით. ფილმის მაყურებელი კარგად შენიშნავდა ეპიზოდს, როცა ბონდი გაყინულ წყალში ჩავარდება. თუმცა, შემდეგ ეპიზოდში, როცა ის წყლიდან ახალი ამოდის, სრულიად მშრალი ტანსაცმელი აცვია. ეპიზოდში, როცა ბონდი ბარში ზის და ტელევიზორს უყურებს, ის  ნახევარ ჭიქა სასმელს დაისხამს თითქმის სავსე ბოთლიდან, თუმცა რამდენიმე წამში, როცა ბოთლი ისევ გამოჩნდება, ის თითქმის ცარიელია.

24 შეცდომით მესამე ადგილზე აღმოჩნდა კრისტოფერ ნოლანდის ფილმი "ბნელი რაინდის აღზევება". მათ შორის არის სტადიონიდან მოთამაშეების გაქრობისა და გამოჩენის ეპიზოდი, როცა ბოროტმოქმედი ბეინი სტადიონის აფეთქებას ცდილობს.

მეოთხე ადგილზე ასევე 24 შეცდომით გავიდა "ადამიანი ობობა" , მეხუთე ადგილი კი 22 შეცდომით, წლის ყველაზე შემოსავლიანმა ფილმმა "შურისმაძიებლები" დაიკავა.

მომზადებულია moviemistakes.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება