რუსეთი T-62 ტიპის ტანკების უტილიზაციას იწყებს

რუსეთი T-62 ტიპის ტანკების უტილიზაციას იწყებს

რუსეთის შეირაღებული ძალები მოძველებული T-62 ტიპის ტანკებს შეიარაღებიდან ამოიღებს. როგორც გაზეთი "იზვესტია" თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული ტიპის ტანკების უტილიზაცია ახალი წლის შემდეგ დაიწყება.

ბრძანებას T-62-ის მოხმარებიდან ამოღების შესახებ 2011 წელს მოეწერა ხელი, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი იყო.

აღნიშნული ტიპის ტანკები არაერთ შეირაღებულ კონფლიქტში იყო გამოყენებული, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს წინააღმდეგ.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე