ბიზნესმენმა ზიად ტაკიედინმა დაადასტურა, რომ ნიკოლა სარკოზიმ კადაფისგან 50 მილიონი ევრო მიიღო

ბიზნესმენმა ზიად ტაკიედინმა დაადასტურა, რომ ნიკოლა სარკოზიმ კადაფისგან 50 მილიონი ევრო მიიღო

ფრანკო-ლიბიელმა ბიზნესმენმა ზიად ტაკიედინმა დაადასტურა, რომ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ლიბიის ყოფილი დიქტატორისგან მოამარ კადაფისგან 50 მილიონი ევრო მიიღო.

ფრანგული "ლე პარიზიენის" ინფორმაციით, ბიზნესმენმა საფრანგეთის სასამართლოს განუცხადა, რომ სარკოზიმ ფული 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამაპანიის პერიოდში და არჩევნების შემდეგაც მიიღო.

ტაკიედინი ირწმუნება, რომ თუ საჭირო იქნება, წარადგენს ამის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტებსაც.

2011 წელს ხმები იმის შესახებ, რომ სარკოზიმ დახმარება მიიღო კადაფისგან, თავად კადაფის ვაჟმა საიფ-ალ ისლამ კადაფიმ და ერთ-ერთმა ფრანგულმა საგამოძიებო ვებგვერდმა გაავრცელეს. თუმცა, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი უარყოფდა ამ ბრალდებას.

ტაკიედინი ირწმუნება, რომ თუ საჭირო იქნება, წარადგენს ამის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტებსაც

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა