ლედი გაგა "გაიაფდა"

ლედი გაგა "გაიაფდა"

ამერიკელი მომღერლის, ლედი გაგას კონცერტებზე სიარული აღარავის უნდა. ვარსკვლავის შოუზე Born This Way Ball-ზე ბილეთების ფასი საგრძნობლად დაეცა.

როგორც The Inquisitr-ი იტყობინება, გაგას კონცერტზე, რომელიც 14 იანვარს უნდა გაიმართოს, ბილეთის ფასი 60 დოლარიდან 23 დოლარამდე დაეცა. მიუხედავად ამისა, კონცერტზე მოთხოვნა მაინც დაბალია.

შესაძლოა ამის მიზეზი მომღერლისა და პრესის არშემდგარი ურთიერთობაა. გაგა 2012 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს უგულებელყოფდა. აღარც ინტერვიუებს წერდა და არც ტელეშოუებს სტუმრობდა.

გარდა ამისა, მომღერალი უკვე დიდი ხანია ახალს არაფერს სთავაზობს მსმენელს. მისი მსოფლიო ტურნე ახალი ალბომის Born This Way-ის სარეკლამო კამპანია იყო, თუმცა წარმატება არც ამ ალბომს ხვდა წილად.

ახლა მომღერალს არჩევანის გაკეთება მოუწევს: ან უფასოდ უნდა დაარიგოს კონცერტის ბილეთები, ან საერთოდ გააუქმოს შოუ.

მომზადებულია The Inquisitr-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება