მადონას ფანს 3 წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს

მადონას ფანს 3 წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს

მომღერალი მადონა თაყვანისმცემლების არმიას ვერსად ემალება. მათ მომღერალი მომაბეზრებელი ყურადღებით მოთმინებიდან გამოჰყავთ.

ერთ-ერთ გულშემატკივარს, ყოფილ მეხანძრეს რობერტ ლინჰარტს მადონას შეწუხებისთვის 3 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

ჯერ კიდევ 2010 წელს რობერტი მადონას ნიუ-იორკის აპარტამენტის წინ დააპატიმრეს. მას თან 19 სანტიმეტრიანი "ყინულის ხერხი" ჰქონდა და ვარსკვლავის სახლის წინ ტროტუარზე წარწერებს კვეთდა. მამაკაცი ვანდალიზმსა და იარაღის უკანონო შენახვაში, ასევე დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევაში დაადანაშაულეს.

დაკავებული 20 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თუმცა, მომღერლის თაყვანისმცემელი მოგვიანებით ისევ გამოჩნდა მის ბინასთან და მადონასთან შეხვედრას ითხოვდა. ბოლო დაკავებისას კი რობერტს თან სასიყვარულო წერილები და პოსტერები ჰქონდა.

თაყვანისმცემელს მადონას სიყვარული ძვირად დაუჯდა - სასამართლომ მომღერლის შეშინებისა და სიმშვიდის დარღვევისთვის რობერტს 3 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა.

მომზადებულია accesshollywood.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება