46 წლის სოფი მარსო ფილმის პრემიერაზე

46 წლის სოფი მარსო ფილმის პრემიერაზე

ფრანგი მსახიობი სოფი მარსო რამდენიმე კვირის წინ სინგაპურში ახალი ფილმის "ბედნიერება მარტო არასდროს მოდის" პრემიერაზე იმყოფებოდა.

სოფი ბოლო დროს იშვიათად სტუმრობს გლამურულ წვეულებებს, აღარც ინტერვიუებზე თანხმდება და პრესას ფოტოსესიებით იშვიათად ანებივრებს. შესაბამისად, ფოტოგრაფებს სოფის გარეგნობის საფუძვლიანად "შესწავლის" საშუალება სინგაპურში მიეცათ.

წვეულებაზე ვარსკვლავს სექსუალური წითელი კაბა ეცვა. სოფი კვლავ შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა როგორც პაპარაცები ამბობენ, ლამაზმანის სახე ისეთივე სრულყოფილი აღარაა, როგორც 10 წლის წინ - მარსოს სახეს ასაკობრივი პრობლემები ეტყობა. სოფის პრემიერაზე მაკიაჟი საერთოდ არ ესვა. თუმცა მსახიობი ნაოჭებშიც მიმზიდველი იყო.

სოფის პირადი ცხოვრება ყოველთვის არეულია. საყვარლებთან დაშორება და რომანების კრახით დასრულება მარსოს ცხოვრების განუყრელი ეპიზოდებია. ვარსკვლავი 1985-დან 2001 წლამდე რეჟისორ ანდრეი ჟულავსკის ხვდებოდა. წყვილს 1995 წელს ვაჟი, ვინსენტი შეეძინა. ანდრეისთან დაშორების შემდეგ პროდუსერს ჯიმ ლემლის ხვდებოდა. მსახიობს მეორე შვილი ჯულიეტი 2002 წელს შეეძინა. 2007 წლიდან ის მსახიობ ქრისტოფერ ლამბერტთან დადის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება